აი, ასეთია ოპოზიციის სახე – დავით ჩიხელიძე

854 წაკითხვა

გუშინ ოპოზიციის მიერ დაანონსებული გრანდიოზული აქცია არ შედგა, მათი შეკრება უფრო აქცია აქციისთვის იყო და არა რეალური აქცია, რა თქმა უნდა პატივს ვცემ თითოეული იმ ადამიანის პოზიციას, რომელიც გუშინ/დღეს აქციაზე იყო, მაგრამ რეალურად ეს არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომელიც საზოგადოების განწყობას გამოხატავს, დღეს ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის, ამას ხვდება ოპოზიცია, ისინი საკუთარი, მოდელირებული რეალობა შექმნას ცდილობენ, რომელიც მუხტს აწევს, მაგრამ ქვეყანაში არ არის რევოლუციის სურვილი, ეს მოცემულობაა, ეს რეალობაა. რომელსაც ოპოზიციამ თვალი უნდა გაუსწოროს.

ოპოზიცის მთავარ მიზანს ქვეყნის წინსვლის და განვითარების ხელის შეშლა წარმოადგენს, დღეს ქვეყანას გაერთიანება და არა დაყოფა ჭირდება, ოპოზიციის მიზანს კი მხოლოდ დაყოფა წარმოადგენს, ისინი ღიად უპირისპირდებიან სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ასევე ღიად ამცირებენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის შრომობენ, აი ასეთია ოპოზიციის სახე, რომელიც შურისძიების სურვილით შეპყრობილი, სიძულვილის ენით გაჟღერებული ტექსტებით გვესაუბრება, საქართველოში ეს ბოროტი ძალა ვერასდროს გაიმარჯვებს”– წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

მოკლედ “ნანუკობენ” რა. ამ დროს მიშა ზის თავისთვის, უყურებს ტელევიზორს, ჭამს ფაფებს და შეჰყურებს ლიზა იაცკოს ფოტოს

სამ ნოე 9 , 2021
854 წაკითხვა იკრიბებიან და ახალ შეკრებას აანონსებენ. მერე ისევ იკრიბებიან და ისევ აანონსებენ და ასე გრძელდება უაზროდ. დიახ, სწორედაც რომ უაზროდ, რადგანაც არანაირი შედეგი იმის გარდა, რომ შეკრებაზე ახალი შეკრება დააანონსეს არ არსებობს. კი, რა თქმა უნდა ზოგი “მაღალი რანგის” მიშისტი ციხესთანაც მიდის, რაღაც სისულელეს აკეთებს და თავიანთ ტვ-ებს “კომენტარს” აძლევს. რა თქმა უნდა, შემდეგ ახლობლებს ეკითხება – აბა,როგორი ვიყავიო. […]