„ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა“

2,348 წაკითხვა

„დღეის მდგომარეობით, ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის მოსახლეობას ემსახურება. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. პირველი დღეების განმავლობაში 2 000-მდე იყო. მაგალითად, გასულ კვირას, მოსახლეობას 8 000-მდე ტაქსი ემსახურებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Next Post

გიორგი ლაღიძე - „ხელისუფლება საგარეო საფრთხეებზე ადეკვატურად ვერ რეაგირებს“

ოთხ ოქტ 23 , 2019
2,348 წაკითხვასაქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის წარუმატებლობა სახეზეა. რუსულ ოკუპაციას აზერბაიჯანთან შექმნილი პრობლემაც დაემატა,  და მაინც, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი რიგზეა.. „პირველ რიგში, ეს ყოველივე ნათლად მიანიშნებს ხელისუფლების სრულ უუნარობას. ფაქტია, ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ვერც საშინაო და ვერც საგარეო გამოწვევებს. მან ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმართულებით სიტუაციის დალაგება“. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს პრობლემები წინა ხელისუფლებების დროიდან მოდის და ამაში […]