სად დავისვენოთ ზამთარში

410 წაკითხვა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატებს სადღესასწაულო განწყობაც. დეკემბრის ბოლოს საერთო სამზადისი ცხადდება და გინდა თუ არ გინდა მისი მონაწილე აუცილებლად ხდები. ეს პერიოდი ნებისმიერი ადმაიანისთვის საყვარელი პერიოდია, თუ ბავშვები თოვლის ბაბუისგან საახალწლო საჩუქრის მიღებას ელოდებიან, მოსწავლეებს ერთი სული აქვთ არდადეგების დადგომის, დასაქმებულები კი ცდილობენ ეს პერიოდი სანუკვარ შვებულებას დაამთხვიონ და დამსახურებული დასვენება მოიწყონ. დღესასწაული საუკეთესო დროა მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დაგეგმილი მხიარულებისთვის, ვინაიდან მარტივია დასვენების დღეების შეთანხმებულად აღება და დასვენების დაგეგმვა.

ზამთრის კურორტები, განსაკუთრებით ბაკურიანი, საახალწლოდ განსაკუთრებით პოპულარულია და აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს, ამიტომ სრულყოფილი დასვენებისთვის აჯობებს რამდენიმე კვირით ადრე დაიწყოთ გეგმის შედგენა. როგორც წესი, ერთი კვირით ადრეც უკვე რთულია ადგილის წინასწარ დაჯავშნა, ამიტომ აჯობებს წინასწარ მოძებნოთ ბინები ბაკურიანში და დაჯავშნოთ ადგილი. წინასწარ იცოდეთ, აქ მოწყენის საშუალება არ გექნებათ, რადგან უამრავი გასართობია, ამიტომ შეგიძლიათ განწყობა წინასწარვე აიმაღლოთ. ბაკურიანი მეტ-ნაკლებად შორსაა თბილისიდან, თუმცა კარგი ისაა, რომ ავტობანით შეგიძლიათ იმგზავროთ შეუფერხებლად.

ბაკურიანის მხარდამხარ აუცილებლად უნდა ვახსენოთ გუდაური, რომელიც ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუ სათხილამურო ტრასა და უბრალოდ კარგი დასვენება გწადიათ, მაშინ ეს ადგილი იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. აქაც აჯობებს თქვენი სამყოფელი წინასწარ დაძებნოთ და დაჯავშნოთ. გუდაურში უამრავი გასართობია და დარწმუნებული იყავით, რომ არც აქ მოიწყენთ. გუდაური თბილისთან შედარებით ახლოა, თუმცა გზაზე გადატვირთული მოძრაობის გამო, შეიძლება მგზავრობა გაიწელოს, ამიტომ ყველაფრისთვის იყავით მზად.

საახალწლოდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მთიან სვანეთში ვიზიტია, რომელიც თავისი სილამაზით ნამდვილად შეძლებს თქვენს მოჯადოებას. ამასთან ერთად, აქ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, რომელიც თქვენს ნებისმიერ საჭიროებას დააკმაყოფილებს. სვანეთში შეგიძლიათ ბინა წინასწარ დაჯავშნოთ სასტუმროში. გაითვალისწინეთ, თბილისიდან საკმაოდ გრძელი გზაა, ამიტომ წინასწარ დააზუსტეთ ტრანსპორტი და მარშრუტი.

ახალ წელს დასვენება არც თბილისში და მის შემოგარენშია ცუდი იდეა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი კონცერტები გიზიდავთ. თბილისის გარდა, შესაძლებელია ახლომახლო რამდენიმე დღით მეგობრებთან ერთად გასსვლაც. ასეთი ადგილია საგურამო, რომელიც საკმაოდ ახლოსაა დედაქალაქიდან და განსაკუთრებით ლამაზი ზამთარი იცის. ხოლო, თუ მხოლოდ ერთი დღით გსურთ ქალაქგარეთ გასვლა, მაშინ ცხვარიჭამიას შეგიძლიათ ესტუმროთ და მის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე სამახსოვრო, ორიგინალური სურათებიც გადაიღოთ.

როგორც უკვე ვთქვით, სადაც არ უნდა აპირებდეთ დასვენებას და რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, აჯობებს დეკემბრის დასაწყისში უკვე დაიწყოთ ამისთვის მომზადება. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, თუკი კურორტებს აირჩევთ და ბინები ბაკურიანში ან გუდაურში წინასწარ მოძებნეთ. ამას გარდა, აჯობებს წინასწარვე მოამზადოთ სამოსი, თბილები ჩაიცვათ და მზად იყოთ ზამთრის თავგადასავლებისთვის. ახალი წელი ის პერიოდია, როდესაც ადამიანების უმეტესობა ისვენებს, ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ და დროებით სამსახურის საქმეებზე არ იფიქროთ.

Next Post

რა არის ავტო სესხი

ხუთ ნოე 11 , 2021
410 წაკითხვაყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ. ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, […]