რა არის ავტო სესხი

320 წაკითხვა

ყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ.

ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომლის უდიდესი უპირატესობა საპროცენტო პირობებია, სესხის უზრუნველყოფა კი, ავტომობილის გირავნობით ხდება და მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის მიზნით, ამიტომ პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მყიდველზე. პროცესი მარტივია – თავდაპირველად უნდა გაგიჩნდეთ ახალი, ან სულაც, პირველი ავტომობილის ყოლის სურვილი, შემდეგ შეძენა უნდა გადაწყვიტოთ, ამის შემდეგ ალტერნატივებიდან რომელიმეს აარჩევთ, დაეკონტაქტებით მფლობელებს და დააზუსტებთ ინფორმაციას, აარჩევთ სასურველ მანქანას, შემდეგ ესტუმრებით ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდს ან უახლოეს თუ უშორეს ფილიალს, შეავსებთ კრედიტის განაცხადს, დაელოდებით პროცედურის დამსრულებას, რომელიც მაქსიმალურადაა გამარტივებული და 30 წუთის შემდეგ მიიღებთ დამტკიცებულ სესხს. გაითვალისწინეთ, სასურველი ავტომობილის არჩევიდან სასესხო განაცხადის შევსებამდე აირჩიეთ სასურველი ბანკი, ისეთი, რომელსაც ყველაზე მისაღები პირობები ექნება თქვენთვის.

ავტო სესხის აღებისას აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ბანკისა თუ საფინანსო ორგანიზაციის პირობები, რადგან პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, ავტომობილზე შეზღუდულია გამოშვების წელი და  სხვადასხვა ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მინიმუმი ზღვარი არის 1995 წელს გამოშვებული. კრედიტის მისაღებად უნდა გახლდეთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში ასაკი შეიძლება იყოს დაწეული და 20 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს განაცხადის შევსების შესაძლებლობა. სესხის მისაღებად, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელი მოთხოვნაა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რათა მისი დაფარვა შეძლოთ.

ავტო სესხი ინდივიდუალურია, რომლის მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, მანქანის შერჩევისას აჯობებს ეს დეტალი გაითვალისწინოთ და წინასწა, ცალი თვალი მაინც შეავლოთ ბანკების პირობებს. ამ ტიპის კრედიტისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, თუმცა განაცხადის შევსებისას დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

სანამ ავტო სესხის პირობებზე დათანხმდებით და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით მის პირობებს და ვალდებულებებს. უპირველესად შეამოწმეთ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას. ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის შემთხვევაში ეს ნაწილი აუცილებლად დააზუსტეთ ექსპერტთან, რათა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდეს და დამატებითი პასუხისმგებლობა არ იტვირთოთ დაუკვირვებლობისდა გამო. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი, რომელიც აუცილებლად შეამოწმეთ, რათ ნებისმიერი სახის უზუსტობების თავიდან შეძლოთ. გაითვალისწინეთ, ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კრედიტი წინსწრებით გადაიხადოთ, თუკი ამის სურვილი თავად გექნებათ, თუმცა აჯობებს წინასწარ დააზუსტოთ ასეთ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი იქნება თუ არა და თუ კი, რამდენი. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ – გახსნათ საკუთარი ავტომობილის კარი, საჭეს ხელი თავდაჯერებულმა მოკიდოთ და წახვიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდათ რომ წახვიდეთ.

Next Post

როგორ ავირჩიოთ საცხოვრებელი სახლი თბილისში

ხუთ ნოე 11 , 2021
320 წაკითხვათბილისში ცხოვრება საქართველოს პირობებში, შედარებით ბევრ შესაძლებლობებს ნიშნავს, ვინაიდან აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული თბილისში ცხოვრებით, დეველოპერული კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ახალი ტეროტირიები და ისეთი ბინები ააშენონ, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა ინტერესის ადამიანს. როგორც წესი, მთავარი ფაქტორები, რომელსაც ახალი ბინის შეძენისას ყველა ადამიანი უყურებს, არის უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის მშენებლობა, […]