როგორ ავირჩიოთ საცხოვრებელი სახლი თბილისში

312 წაკითხვა

თბილისში ცხოვრება საქართველოს პირობებში, შედარებით ბევრ შესაძლებლობებს ნიშნავს, ვინაიდან აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული თბილისში ცხოვრებით, დეველოპერული კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ახალი ტეროტირიები და ისეთი ბინები ააშენონ, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა ინტერესის ადამიანს. როგორც წესი, მთავარი ფაქტორები, რომელსაც ახალი ბინის შეძენისას ყველა ადამიანი უყურებს, არის უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის მშენებლობა, კომფორტი და ჯანსაღი გარემო. თითოეული ეს დეტალი საცხოვრებელი ბინის ფასსაც განაპირობებს, ამიტომ სახლის შერჩევისას მნიშვენლოვანია ყველა დეტალი კარგად გავთვალოთ.

ახალი ბინის შეძენა ნამდვილად ახალი გამოწვევაა, რისთვის აუციებელია მზად ვიყოთ, ვინაიდან ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება აქ მოგვიწევს. ბინის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ღირებულება, მდგომარეობა და მდებარეობა. ნებისმიერი დეტალი მის ფასში გარდაისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ ვიცოდეთ, ფინანსური მდგომარეობა რის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. როგორც წესი, სხვადასხვა მდებარეობა უპირველესი ფაქტორია ბინის ღირებულების, მაგალითად ბინები ვაკეში შეიძლება შედარებით მაღალ ფასში ნახოთ, სხვაგან კი უფრო იაფად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბინის შეძენისას მას ფასი არ უვარდება, პირიქით, უძრავი ქონების ფასი ყოველთვის იმატებს, ამიტომ ნამდვილად კარგი ინვესტიციაა კარგ ადგილას შეძენილი ბინა.

მეორე ფაქტორი მისი მდგომარეობაა, რომელიც არანაკლებ გავლენას ახდენს ბინის ღირებულებაზე. შეიძლება მაღალი ხარისხითა და ახალი რემონტით ბინა გარეუბანში იმაზე მეტიც კი ღირდეს, ვიდრე ქალაქის შუაგულში ძველი რემონტის ბინა, ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება. აგრეთვე, გასათვალიწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი – შეიძლება სასურველ ადგილას სასურველი ბინა იპოვოთ, თუმცა ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბინის ფასი შედარებით ნაკლებია, რაც ერთგვარად პლიუსია. ამასთან ერთად, რემონტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება და მისი სასურველ გემოზე გარდაქმნა ეტაპობრივად შეგიძლიათ, მთავარია ამის მზაობა გქონდეთ.

ბინის შეძენამდე მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია გქონდეთ მის შესახებ, იცოდეთ ყველა ნიუანსი, იქნება ეს მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო. ამას გარდა, ბინის არჩევისას აუცილებლად გადაანაწილეთ თქვენი პრიორიტეტები, მაგალითად თუ შედარებით კომფორტის მოყვარული ბრძანდებით, სასურველია ისეთი ტიპის ბინა მოძებნოთ, რომელიც თქვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ უფრო მეტად სიმწვანე და ჯანსაღი გარემო გსურთ, მაშინ ბინის არჩევა ლოკაციის მიხედვით დაიწყეთ. თუ მთავარია სამსახურთან ახლოს იყოთ, შეგიძლიათ ამ არეალში ეძებოთ. სტუდენტებისთვის საუკეთესო სასწავლებელთან ახლოს იქნება, მაგალითად თუკი თსუ-ში, ილიაში ან სდასუ-ში სწავლობთ, ბინები ვაკეში უნდა მოძებნოთ. თუკი საკუთარი ავტომობილი გყავთ, სამსახურამდე სიარული არ გეზარებათ და მყუდრო ბინას ეძებთ, რომელიც ქალაქის ხმაურიანი ცენტრიდან იქნება მოშორებული, გარეუბანში თქვენზე მორგებულ ბინას აუცილებლად მიაგნებთ. ყველაფერთან ერთად, ბინის შეძენისას გაითვალისწინეთ ადგილობრივი ობიექტები, რა მდებარეობს თქვენს მომავალ სახლთან ახლოს და რისი გახსნაა დაგეგმილი.

Next Post

უსაფრთხოება კომპანიაში

ხუთ ნოე 11 , 2021
312 წაკითხვათითოეული ადამიანისთვის პირადი უსაფრთხოება ის საკითხია, რომელიც ყოველთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი აქტი, რომელიც მიმართულია ბედნიერების სწრაფვისკენ, უსაფრთხოების გარეშე ფაქტობრივად მარცხისთვისაა განკუთვნილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და საკუთარ ბედნიერებაზე ვიზრუნოთ, უნდა გვქონდეს მოგვარებული პირადი უსაფრთხოების ნაწილი. კომპანიების შემთხვევაშიც სიტუაცია იგივეა – თუ მენეჯერს სურს, საკუთარი კომპანია წარმატებული იყოს, აუცილებელია უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები მაინც დაცული […]