უსაფრთხოება კომპანიაში

292 წაკითხვა

თითოეული ადამიანისთვის პირადი უსაფრთხოება ის საკითხია, რომელიც ყოველთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი აქტი, რომელიც მიმართულია ბედნიერების სწრაფვისკენ, უსაფრთხოების გარეშე ფაქტობრივად მარცხისთვისაა განკუთვნილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და საკუთარ ბედნიერებაზე ვიზრუნოთ, უნდა გვქონდეს მოგვარებული პირადი უსაფრთხოების ნაწილი. კომპანიების შემთხვევაშიც სიტუაცია იგივეა – თუ მენეჯერს სურს, საკუთარი კომპანია წარმატებული იყოს, აუცილებელია უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები მაინც დაცული ქონდეს, ვინაიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟონვა შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება, ამას კი ორგანიზაცია ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა იღებდეს, როდესაც თანამშრომლობას იწყებს. ხშირად მენეჯერები საკუთარი ბიზნესის საწყის ეტაპზე უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა როგორც კი კომპანია საკუთარი წარმატების პირველ ნაბიჯებს გადის, მოულოდნელად წარმოქმნილმა უსაფრთხოების პრობლემებმა შეიძლება ყველაფერი წყალში გადაყაროს.

კომპანიაში უსაფრთხოების საკითხი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს, ერთია კიბერუსაფრთხოება, მეორე კი უშუალოდ ობიექტის უსაფრთხოება. ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ორივე მათგანი პრიორიტეტული და გამართული იყოს. საფრთხე შეიძლება დაემუქროს, როგორც კომპანიის საკუთრებას, ისევე პირად უსართხოებას. კიბერუსაფრთხოება ნიშნავს კომპანიის ციფრულ სივრცეში დაცვას შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით, რომელიც გამორიცხავს ჰაკერების თავდასხმის შემთხვევაში ინფორმაციის დაკარგვას და მათ შეღწევადობას შიდა ინფორმაციულ სერვერებზე. კომპანიის შიგნით კიბერუსაფრთხოების დაცვა ნიშნავს თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების მინიმალური ზომებისა და სტანდარტების დაცვას.

ციფრული სივრცის უსაფრთხოების გარდა, კომპანიისთვის მნიშვენლოვანია საკუთარი საკუთრებისა და ობიექტების დაცვაც. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია გახლავთ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, რომელიც ობიექტის პერიმეტრზე ნებისმიერ მოქმედებას დააფიქსირებს. არაკანონიერი შეღწევის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი შეძლებს საწადელის ასრულებას, სისტემა საშუალებას იძლევა მისი დაფიქსირების. სისტემა შედგება პროგრამული და აპარატურული ნაწილებისგან, რომელიც აერთიანებს ვიდეო კამერებს, მონიტორს, ობიექტივს, ვიდეოსერვერს ან ვიდეორეგისტრატორს. აღსანიშნავია, რომ სისტემას შეუძლია ვიდეოკონტროლი ნებისმიერ ლოკაციას გაუწიოს, რადგან ნებისმიერი შენობისა თუ ობიექტის სპეციფიკაციებთან სრულიადაა ადაპტირებადი. თანამედროვე ჭკვიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები და ვიდეო ანალიტიკა რეალურ დროში მონიტორინგისა და ვიდეოების ჩაწერის საშუალებას იძლევა. როგორც წესი, ჭკვიან ვიდეო სისტემას შეუძლია ამოიცნოს სახე, გაყვეს მოძრავ ობიექტებს, დათვალოს, ობიექტი მოძებნოს, დეტექცია გაუკეთოს მიტოვებულ საგნებს და მოძრავი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება შეძლოს. ვიდეოსისტემა საშუალებას იძლევა, მისი მეშვეობით შემოწმდეს უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობაც. ასევე შესაძლებელია, რო ელექტრონული დაცვის სხვა სისტემებთან მოხდეს ინტეგრაცია და იყოს მართული წინასწარ შემუშავებული სცენარით.

უსაფრთხოების პირველად წესების სრულლი დაცვისთვის, ვიდეო სისტემებთან ერთად, აუცილებელია შენობაში შეღწევადობა მაქსიმალურად შეუძლებელი იყოს, რასაც კარის ელექტრონული საკეტები იდეალურად გაართმევს თავს. ამ ტიპის სისტემა მოიცავს კარის საკეტებს, ბარათ-გასაღებს, გამღები ბარათისთვის კოდირების მოწყობილობას და სისტემის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. საკეტის მეხსიერება იტევს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას. ავტომატური შემოწმების ფუნქცია შეტყობინებებას აგზავნის მაშინ, როდესაც საკეტის არასწორი მოხმარება დაფიქსირდება, ან საჭირო იქნება ელემენტის შეცვლა. ბარათები კომპანიებს ეხმარება კონტროლისა და საკეტის გაღების ფუნქციის განხორციელებაში.

 

 

Next Post

როგორ შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა - ნაძვის ხეები

ხუთ ნოე 11 , 2021
292 წაკითხვაახლოვდება დეკემბერი და ახლოვდება ყველასათვის საყვარელი დღესასწაული – ახალი წელი. მართალია, ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, სანამ საყოველთაო ვნებათაღელვა დაიწყება, თუმცა უკვე ნელ-ნელა აქა-იქ იგრძნობა დღესასწაულისთვის მზადება. ამასთან ერთად, იუთუბზეც ნელ-ნელა იმატებს მერაია ქერის საახალწლო ვიდეოს ყურების რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დროა წინასწარ ვიფიქროთ საახალწლო განწყობაზეც. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმისთვის, რომ საახალწლო ნაძვის ხეები მოვრთოთ, თუმცა […]

შესაძლოა მოგეწონოთ