როგორ ვმართოთ ფინანსები უკეთ

767 წაკითხვა

ბიზნესის მართვა ყოველთვისაა დაკავშირებული უამრავ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენცია იზრდება და ყველა უფრო მეტიი წილისთვის იბრძვის. ასეთ შემთხვევებში, ყველა დეტალის გათვალისწინება, სიტუაციის ანალიზი, რისკების შეფასება, შემდეგი ნაბიჯის სწორად დაგეგმვა და გადაწყვეტილების დროულად მიღება ყველაფერს ნიშნავს. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის შედეგის გამოთვლაა შესაძლებელი და იმის ანალიზი, რამდენად სწორად იქნა ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი დაიდოს, მნიშვნელოვანია ამ დეტალების წინასწარ განსაზღვრა და მოსალოდნელი შედეგების გამოთვლა. ამისათვის კი ყოველთვის უდიდეს როლს ფინანსები თამაშობს, ვინაიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება ფინანსებზე, ამიტომ ეს ნაწილი მნიშვნელოვანია დალაგებული იყოს.

ბაზარზე კონკურენციამ განაპირობა ტექნოლოგიისა და ინოვაციების მაქსიმალურად ათვისება, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს კომპანიას. ამასთან ერთად, დღევანდელ რეალობაში  ვითარდება არამხოლოდ ტექნოლოგიები, არამედ იცვლება და ინერგება სხვადასხვა მიდგომები უამრავი საკითხის მიმართ. ეს უმარტივესი წესია იმისთვის, რომ მუდმივად ცვალებად სამყაროში არამხოლოდ გადარჩე, არამედ ლიდერის პოზიციებიც მოიპოვო. გარემოსთან ადაპტაცია ნებისმიერი საქმიანობისთვის სასიცოცხლოდაა აუცილებელი, რაც თავის თავში ნიშნავს დრომოჭმული მიდგომების სიახლით ჩანაცვლებას. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი სიახლე რესურსების ოპტიმიზაციისკენაა მიმართული, საკმაოდ გონივრული საქციელი ამ ნაბიჯის გადადგმა.

კომპანიისთვის ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა რომელიმე სფეროს აუთსორსზე გატანა, როდესაც კონკრეტული საქმიანობა ხორციელდება პარტნიორი კომპანიის მიერ. სტარტაპებისა და მცირე ან საშუალო ბიზნესებისთვის განსაკუთრებით ეფექტიანია თუკი საშუალება ექნება ფინანსური მომსახურება მიიღოს ბუღალტრული კომპანიისგან, რომელიც სრულად დაულაგებს ბუღალტრულ ქაოსს და მიხედავს კომპანიის ფინანსებს. პირდაპირი, პრაგმატული ბენეფიტების გარდა, საქმიანობის ასეთი სახით წარმოებისას მენეჯერებს უფრო მეტი სივრცე აქვთ, რაც გადაწყვეტილებების სწორად მიღებას უწყობს ხელს.

ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოებისას ბუღალტრული კომპანია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს მიხედოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო ვალდებულებები და მათი კონტროლი, ჭკვიანური გამოქვითვები, ინვოისების კონტროლი, დროული ბილინგი. ამას გარდა, ბიზნესს აქვს შესაძლებლობა ამ საქმის პროფესიონალებთან და ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ფინანსური ანალიზისთვის ჰქონდეს კონსულტაციები, რათა საქმიანობა სრულად იყოს ოპტიმიზირებული. ასეთი ტიპის თანამშრომლობისას მენეჯერს საშუალება აქვს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ფინანსებს შეეხება მიიღოს ამომწურავი პასუხი და დამატებითი ბენეფიტის სახით რჩევებსაც უგდოს ყური. ამასთან ერთად, ბუღალტრული კომპანია, ფაქტობრივად, მუდმივად ხაზზეა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია წამოჭრილი ფინანსური დილემა მაქსიმალურად ეფექტურად გადაჭრას. ბუღალტრულ კომპანიასთან დამეგობრობა ნიშნავს პროფესიონალთა გუნდთან დამეგობრებას, ვინც ყოველთვის მზადაა გაგიწიოთ შესაბამისი ფინანსური მომსახურება, თქვენი პრობლემა მოისმინოს, შესაბამისი რჩევებით მოგამარაგოთ, წარმატების აღნიშვნისას კი ნამდვილი დღესასწაული გამართოს.

როგორც წესი, ბევრ მენეჯერს მიაჩნია, რომ რადგან ბუღალტერია სხვა კომპანიას აქვს ჩაბარებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად შეუძლია მისი არსებობა დაივიწყოს, რაც ფუნდამენტშივე არასწორი აზრია, ვინაიდან ამ მომსახურების მთელი ხიბლი ის არის, რომ მენეჯერს საშუალება მისცეს ნებისმიერ ეტაპზე სრულად აღიქვას ფინანსური მდგომარეობა, გადაწყვეტილება კი ყველა რისკის გათვალისწინებით მიიღოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მენეჯერის ჩართულობა და ეტაპობრივი რეპორტის გაანალიზება.

Next Post

ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30 წელიწადი - სამი უმნიშვნელოვანესი გზაგასაყარი

ხუთ ნოე 11 , 2021
767 წაკითხვამალე 30 წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. უზარმაზარი ტერიტორია 22,4 მილიონი კვადრატული კილომეტრის მოცულობით, ქაოსის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.  მაგრამ ეს მხოლოდ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხებისთვის არ იყო გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. 1991 წლის მიწურულს აშშ და ბევრი ევროპული სახელმწიფო უკიდურესად შეშფოთებული იყო დესტაბილიზაციის უკონტროლო პროცესით, ვინაიდან საქმე საბჭოეთის ბირთვული შეიარაღების არსენალის ბედს ეხებოდა. კერძოდ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ