„მართლა ბოლომდე აურევთ ქვეყანას, ღმერთმა არ ქნას სისხლი დაიღვაროს, ეს გინდათ?“ – სოსო გოგაშვილი

666 წაკითხვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

„ქვეყნის მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც არღვევს კანონს, ბუნებრივია, რომ მან პასუხი უნდა აგოს. ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ვინც არ უნდა იყოს ის. მითუმეტეს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მაგალითია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემისა.
ეს ცალსახაა, მაგრამ
თქვე კაი ხალხო, დაპატიმრებულ პრეზიდენტს, ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანს ამ მდომარეობაში, რომ ამყოფებთ და დგამთ ცირკს, რომელიც ახლა წარმოდგენილია ჩვენს წინაშე, რასაც მთელი მსოფლიოც უყურებს(!)
ეს გსიამოვნებთ???

როგორ ახერხებთ ამას, რითი გემართებათ ეს? არ აქვს მნიშვნელობა, უცოდინრობით, უგუნურობით, დავალებით(!), თუ მის გარეშე, შეუგნებლად შეგნებულად, მოკლედ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს.
თქვენი უტვინობით, ნელნელა საქმე მიგყავთ იქამდე, რომ ისეთ ხალხსაც კი, ვისაც ეზიზღებოდა მიშა, მასაც შეაცოდებთ.

ქართველმა ხალხმა, თუ ვინმე შეიცოდა, მსხვერპლად ჩათვალა, (ეს ხომ გენეტიკურად გვახასიათებს)მისი დაცვის მიზნით რას იზამს მაგასაც ვერ წარმოიდგენთ ალბათ. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ხანდახან მგონია რომ ტვინზე ძაფი გაქვთ მოჭერილი.
გადაიყვანეთ თქვე დალოცვილებო, გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში. რა გახდა ეს გადაყვანა? სხვა თუ გადაგყავთ ესეც გადაიყვანეთ.
მდგომარეობა დღითიდღე რთულდება და დამიჯერეთ ახლა მაინც, რაც უფრო დრო გავა უარესი მოხდება.
ეს ხალხი, რომ დაინახავს მაგას უარეს მდგომარეობაში, ლასლასით მოსიარულეს, ან დაცემულს, ან საუბრის უნარწართმეულს, დაუძლურებულს და დავრდომილს, მერე გვიანი იქნება.

მართლა ბოლომდე აურევთ ამ ქვეყანას, ღმერთმა არ ქნას სისხლი დაიღვაროს, ეს გინდათ? ….
თუ ეს გინდათ, მაშინ „დამლაგებელიც“ „დაგვალაგებს“ მალე.
დაისვენებთ თქვენც, „ჩაგეთვლებათ“ ალბათ…

პ.ს. ჯერ რაზე გიზით და რაზე უნდა ჩაგესვათ, 9 წელი გქონდათ ამისთვის და არ გაგივათ, აწი გავასამართლებთო.
ეგ ჩაკეცილია ხო? არ ვიმჩნევთ?
რეალითი შოუ – „გაართე ბრბო“ in action
ეს სახელმწიფო არაა, ეს თოჯინების თეატრია, ოღონდ ბოროტი:( ვერ გავიზარდეთ“ – წერს სოსო გოგაშვილი.

Next Post

„აბა დებილის გარდა ადამიანის სიკვდილს რომელი მღვდელი ინატრებს საჯაროდ?“ - ირაკლი ოქრუაშვილი

პარ ნოე 12 , 2021
666 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილის პოსტი ფეისბუქში: შალვა კეკელია რომაა “ღვდელი”, არ მგონია ეგ კაცი ისეთი ბოროტი, როგორც აქ ხატავთ. უფრო დებილია. როგორი იცით? 10 კლასის დამთავრებას 13 წელი რომ უნდებიან და სამჯერ მაინც რომ ჩარჩნენ კლასში. ბოლოს კი რომ ვერ იგებენ რა უნდა ქნან ცხოვრებაში და ეკლესიაში აღმოჩნდებიან. ან ისეთი, ბიბლიის მცოდნე ადამიანი წესით მჭერმეტყველი რომ უნდა იყოს, მაგრამ სოფლის ბირჟაზე […]