„მისი ცოდვა მოგეცეთ, ვინც ამ ფსიქოტიპის კაცის ასეთი მდგომარეობით სარგებლობთ“ – მაია ნიკოლეიშვილი

636 წაკითხვა

„თუ უძილობისგან თვალები ჩაგიწითლდათ, ან კონიუნქტივიტი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ოფთალმოლოგთან, მოერიდეთ ქუჩაში გასვლას, თორემ შეიძლება ვინმე “ნაცი” გადაგეყაროთ და მისი ბელადის მაგალითით, “პუტინის ჯალათად” მიგიჩნიოთ! (იხ. ვიდეო “მიხეილის ისტერიკა”). 

ეეეჰ, მიხეილ…როგორ ღრმად გასჯდომია ბავშვობის შიშები: “ბებია, ბებია, რატომ გაქვს დიდი თვალები?” “ბებია, ბებია…..” ნამდვილად საშიში და სადო-მაზოხისტური შინაარსების შემცველი ზღაპარია “წითელქუდა”! დავიჯერო, ყველა სექტანტი “წითელქუდაზე” გაიზარდა?

ეეეჰ, მიხეილ. 2 წლის ბავშვი პროტესტის ნიშნად ზუსტად ასე გაწვება ხოლმე იატაკზე, ფეხებსაც ასევე იქნევს გაბრაზებული ასე, ერთი ხელის მოსმით, წამებში გადამიყრის ხოლმე, მაგიდიდან, რასაც მიწვდება. როცა ბავშვი 2 წლისაა, ეს ქცევა მისი ასაკის შესაბამისია. მაგრამ 50-ს გადაცილებული, ამოჩაჩული “ზეკაცის” იატაკზე გაწოლა და ზუსტად 2 წლის ბავშვის მსგავსი ხელის მოძრაობებით გადაყრილი სამედიცინო ხელსაწყოები…ძნელია, ძნელი, სანახავად.

მისი ცოდვა მოგეცეთ, ვინც ამ ფსიქოტიპის კაცის ასეთი მდგომარეობით სარგებლობთ და ამით სარგებლის მიღება გსურთ. კოლექტიური ფსიქოზიც … აღარ ვიტყვი.“– წერს ექიმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

Next Post

„ამ "ჭამე, არ ჭამოს" ძახილში ერთი მთავარი ამბავი მიიჩქმალა - გია გაბრიჭიძე

შაბ ნოე 13 , 2021
636 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: ამ “ჭამე, არ ჭამოს” ძახილში ერთი მთავარი ამბავი მიიჩქმალა. ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დაიწყო. ცოტა ხანი ვუყურე და მართლა ვერ გავიგე ნაცები კონკრეტულად რაღას ითხოვენ? ხელახლა გადათვლა უნდოდათ? გადათვალეს. თავიანთი წარმომადგენლები უნდოდათ? ჰყავდათ. საჩივრების წერა შეეძლოთ? წერდნენ. უცხოელი დამკვირვებლები უნდოდათ? იყვნენ. ჰოდა აღარ უნდა ამდენი ტრამპა-ცუმპა. თქვან, რომ სანამ ნაცები არ მოიგებენ, მანამდე ასე […]

შესაძლოა მოგეწონოთ