„კაზინოების მეწილე გიორგი სიორიძე, იმდენად მიეჩვია კამერების წინ კეკლუცობას, რომ..“ – თამთა მეგრელიშვილი

617 წაკითხვა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მიუკერძოებლობასა და კანონზე მაღლა ცესკოს ზოგიერთი უპრინციპო წევრი ცესკოში მისი დამნიშნავ დამსაქმებელი პარტიის პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს აყენებს
რაც ფაქტებით დასტურდება.
მაგალითისთვის
კაზინოების მეწილე გიორგი სიორიძე, იმდენად მიეჩვია კამერების წინ კეკლუცობას, რომ ურთიერთგამომრიცხავ პარტიულ მესიჯებს ახმოვანებს.
ის ურცხვად მიიწერს ცესკოს მიერ ამ არჩევნებისთვის დანერგილ ყველა ნოვაციას როგორებიცაა: ვიდეოფიქსაცია(ბიულეტენების დათვლის პროცესის გადაღება)
უბნების გადათვლა (თითოეულ ოლქში 5 უბანის ფადათვლის ვალდებულება)
და თუ ის ინტერვიუს მიცემისას ერთ შემთხვევაში ამით ამაყობს მეორე შემთხვევაში პარტიულ ტელევიზიებთან ამტკიცებს, რომ “ცესკომ ტესტი ვერ ჩააბარა” და არაფერი გამოვიდა.
ერთადერთი ინიციატივა რომელიც მან მეტნაკლებად დალაგებულად ჩამოაყალიბა იყო ხმის მისაცემი კაბინების დიზაინის შეცვლა- კერძოდ, კაბინის წინიდან ამოჭრა რითაც მისი აზრით გამოირიცხებოდა შევსებული ბიულეტენის გადაღება, ბიულეტენის მოპარვა, ყოველგვარი ე.წ.კარუსელი.
ტელეკამერის წინ ის საუბრობს როგორც რეფორმატორი კაბინების წარმატებულ რედიზაინზე და პარტიულ მედიებთან კვლავ ირწმუნება, რომ ადგილი ქონდა ამომრჩევლებზე ზეგავლენასა და კარუსელებს.
ვფიქრობ იმედი აქვს, რომ მსმენელები ვერ მიხვდებიან “სიორიძის საარჩევნო რეფორმების” ბლეფს ან თავად ავიწყდება სად რა თქვა.
რაც შეეხება დავით კირთაძეს
ის ნაციონალური მოძრაობის სტაჟიანი აქტივისტია მან საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა არაერთხელ უგულებელყო და აქციებზე მთავარ პარტიულ ფიგურანტადაც მოგვევლინა.
დიახ, ის რეგულარულად არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და განუწყვეტლივ ცდილობს ჯარიმებისგან და კანონით გათვალისწინებული სხვა პახუხისმგებლობებისგან თავის დაძვრენას.
კანონის მოთხოვნა სავალდებულო შესასრულებელია და დარწმუნებული ვარ კანონთან მის ამ დამალობანას მალე მოეღება ბოლო.

Next Post

„ადმინისტრირების ნაწილში ყველა გამოცდა ჩაბარებულია, რაც ბევრ რამეს განსაზღვრავს მომავალში“ - გიორგი ჭილაშვილი

შაბ ნოე 13 , 2021
617 წაკითხვაგიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში: პირველი ცესკოს თავმჯდომარე რომელმაც უპრეცედენტო ცვლილებები განახორციელა, ამ ცვლილებებს ის სახლში არ წაიღებს, საზოგადოებას გვრჩება, რაც წინაპირობაა სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე არჩევნების ჩატარების! ადმინისტრირების ნაწილში ყველა გამოცდა ჩაბარებულია, რაც ბევრ რამეს განსაზღვრავს მომავალში! დაუნახავი ადამიანი, რომელიც ამ ცვლილებებს ვერ დაინახავს, ჩემთვის პოლიტიკურად მოტივირებული და ვიწრო ინტერესების გამტარებელ ჩვეულებრივ ზომბად აღიქმება! ზოგადად უმჯობესია დავაფასოთ, ის რაც […]