გიორგი ლაღიძე – „ხელისუფლება საგარეო საფრთხეებზე ადეკვატურად ვერ რეაგირებს“

2,090 წაკითხვა

საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის წარუმატებლობა სახეზეა. რუსულ ოკუპაციას აზერბაიჯანთან შექმნილი პრობლემაც დაემატა,  და მაინც, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი რიგზეა..

„პირველ რიგში, ეს ყოველივე ნათლად მიანიშნებს ხელისუფლების სრულ უუნარობას. ფაქტია, ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ვერც საშინაო და ვერც საგარეო გამოწვევებს. მან ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმართულებით სიტუაციის დალაგება“.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს პრობლემები წინა ხელისუფლებების დროიდან მოდის და ამაში მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება არ არის დამნაშავე..

„გეთანხმებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთმა წინა ხელისუფლებების დროს განახორციელა. თუმცა მე ვამბობ, რომ საზოგადოება ივანიშვილის ხელისუფლებისგან მეტს მოელოდა, მე მხედველობაში მათი წინასაარჩევნო დაპირებები მაქვს“.

მეც გეთანხმებით, ხალხს იმედი არა მარტო საგარეო კუთხით გაუცრუვდა მაგრამ მაინც, თქვენც ფიქრობთ, რომ რუსეთთან არ უნდა ვილაპარაკოთ?

„საქმე იმაშია რომ ხელისუფლებამ არა თუ ვერ მოახერხა, ოკუპაციის შეჩერება, არამედ ის დღესაც გრძელდება. ამას დავამატოთ დავით გარეჯში არსებული პრობლემა. ფაქტიურად, აზებაიჯანმა განახრციელა ჩვენი ტერიოტორიის და მონასტრების ოკუპაცია. ამ საკითხშიც ხელისუფლება სრულ უუნარობას ავლენს“.

მე გკითხეთ, უნდა ელაპარაკოს თუ არა ქართული მხარე მოსკოვს

„ჩვენ ვნახეთ ლავროვისა და ზალკანიანის პირისპირ შეხვედრა, რა მოგვიტანა ამ ყველაფერმა? არაფერი“

 და თქვენ ამ რამდენიმე წუთიანი შეხვედრიდან რაიმე სერიოზულს ელოდით?

„ჩემი ინფორმაციით, ეს შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარალებას დიახ, ეს საჭიროა, ამისათვის არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატში რუსულმა და ქართულმა  მხარეებმა აუცილებლად უნდა ისაუბრონ ყველა საკითხზე“.

იმ ფონზე, როდესაც საუბარია ნატოს ბაზების განთავსებაზე ეს შედეგის მომცემი იქნება? ორმაგი სტანდარტები ვერ იმუშავებს ეს ყველამ იცის..

„რამდენადაც ვიცი, არანაირი ნატოს ბაზების გახსნაზე საუბარი არ არის, ესეც კრემლის პროპაგანდაა“.

იმიტომ რომ ამერიკული ბაზების განთავსება ამერიკიკს ინტერესებში არ შედის ამ ეტაპზე, ამ საკითხზე შეთავაზება ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო..

„რაც არარსებულია, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვისურვებდი ნატოს ჯარების განთავსებას საქართველოში, რაც ქვეყნის სუვერენტეტისა და უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა“.

უსართხოების გარანტობაზე ოცნება საპნის ბუშტივით გასკდა, რაც  მე-5 მუხლზე შემოგდებული ინფორმაციით, კბილი მოუსინჯეს ქართველი ხალხის რეაქციას ამ საკითხზე..

„პირდაპირ გეტყვით, საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარების გზა, სტაბილურობა, ევროპულ სტრუქტურაში ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანებაა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“.

Next Post

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ოთხ ოქტ 23 , 2019
2,090 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სამართალდამცველების მიერ პატიმრების ცემას ასახავს, განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს […]

შესაძლოა მოგეწონოთ