ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული

334 წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსული ჯარების აქტიური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლეთის ქვეყნებმა მიაწოდეს.

,,იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო ახლა ნათლად დაინახავს, ვის სურს მშვიდობა და ვინ აგროვებს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვარზე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მედია წერს, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებამ შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. მოსკოვმა კი მსგავსი ინტერპრეტაციები უარყო და ნატოს ტრანსატლანტიკური ალიანსის მიერ რეგიონში აქტიურობის ზრდასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.

Next Post

საქართველოში მომხმარებლებზე ფიშინგური შეტევები  თითქმის 6-ჯერ შემცირდა

ორშ ნოე 15 , 2021
334 წაკითხვა2021 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში მომხმარებელთა 1,11% -ზე განხორციელდა ფიშინგური  შეტევა, სომხეთში ეს მაჩვენებელი 2,23% იყო, აზერბაიჯანში კი – 3,02%. „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა  6,02%  შეეჯახა ფიშინგურ შეტევებს, სომხეთში ასეთი თავდასხმები დაფიქსირდა მომხმარებელთა 6,23% -ზე, ხოლო აზერბაიჯანში – მომხმარებელთა 6,58% 2021 წლის ივლის-სექტემბერში მსოფლიოში ფიშერები თავს დაესხნენ მომხმარებლებს ყველაზე მეტად  ბრაზილიაში (6,63%), ავსტრალიაში (6,41%) და […]