აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში

102 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე

„უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო და დღეს, მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები.

ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Next Post

ინფექციონისტ შორენა კიწმარიშვილის რეკომენდაციები და ინფორმაცია სეზონურ ვირუსებსა და მართვაზე

ორშ დეკ 5 , 2022
102 წაკითხვა„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნამდვილად არ იძლევა შეშფოთებისა და განგაშის საბაბს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო. ახლა კი, როდესაც ის ნაკლებად აქტუალურია, კვლავ გააქტიურდა მაგალითად, რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური სეზონური ვირუსები. „ტემპერატურა, მათ […]

შესაძლოა მოგეწონოთ