2021 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში მომხმარებელთა 1,11% -ზე განხორციელდა ფიშინგური შეტევა, სომხეთში ეს მაჩვენებელი 2,23% იყო, აზერბაიჯანში კი – 3,02%.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა 6,02% შეეჯახა ფიშინგურ შეტევებს, სომხეთში ასეთი თავდასხმები დაფიქსირდა მომხმარებელთა 6,23% -ზე, ხოლო აზერბაიჯანში – მომხმარებელთა 6,58%
2021 წლის ივლის-სექტემბერში მსოფლიოში ფიშერები თავს დაესხნენ მომხმარებლებს ყველაზე მეტად ბრაზილიაში (6,63%), ავსტრალიაში (6,41%) და ბანგლადეშში (5,42%).
2021 წლის მესამე კვარტალში კომპანიის პროდუქტების „ანტიფიშინგ“ სისტემამ აღკვეთა ფიშინგური ბმულების გახსნის 46 340 156 მცდელობა. მსოფლიოში ამ საფრთხის წინაშე დადგა მომხმარებელთა სულ 3,56%, ხოლო 2020 წლის ივლის-სექტემბერში ეს მაჩვენებლები იყო შესაბამისად 103 060 725 და 7,67%.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ანტივირუსში შემავალი სისტემა „ანტიფიშინგი“ ინტერნეტ საიტების ეფექტური დაცვაა ფიშინგური თავდასხმებისაგან. მაგრამ მომხმარებლებმაც ასევე არ უნდა დაკარგონ სიფხიზლე, არ უნდა უპასუხონ საეჭვო შეთავაზებებს და არ მიჰყვნენ ყალბ ბმულებს ელ.წერილებში, სოციალურ ქსელებში, მყისიერ მესინჯერებსა და საიტებზე, არ მიაწოდონ პირადი მონაცეები ყოველ შემხვედრს. კიბერკრიმინალები ხომ სპეციალურად ქმნიან ფიშინგურ ვებსაიტებს “მომგებიანი შეთავაზებებით”, რათა იქ შეიტყუონ მომხმარებლები, რომლებიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამ საიტებს აწვდიან პირად მონაცემებს (ელ. ფოსტის ლოგინებს და პაროლებს, ტელეფონის ნომრებს) და საბანკო ბარათის მონაცემებსაც კი. რაც ბოროტმოქმედებს პირდაპირ გზას უხსნის მომხმარებლების საბანკო ანგარიშებისკენ.