სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

745 წაკითხვა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია”, – ნათქვამია განცხადებაში.

PCR ტესტი მიხეილ სააკაშვილს დღეს გაუკეთეს, რადგან გლდანის ციხის დირექტორს, დავით დარასელიას ვირუსი დაუდასტურდა.

სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, უცნობია, ბოლოს როდის ნახა ციხის დირექტორი ყოფილმა პრეზიდენტმა, თუმცა საძაგლიშვილის თქმითვე, სააკაშვილს მასთან არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.

Next Post

„თვალებში უნდა ჩაგეხედათ, სად გაქრით?“ - გია ხუხაშვილი

ორშ ნოე 15 , 2021
745 წაკითხვაგია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „მაინტერესებს, ისინი, ვინც წლების განმავლობაში ითხოვდით სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენას და თვალებში უნდა ჩაგეხედათ, სად გაქრით?! შეუერთდით ოპოზიციის მოთხოვნას და ერიც გამთლიანდება…“

შესაძლოა მოგეწონოთ