სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სამართალდამცველების მიერ პატიმრების ცემას ასახავს, განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იქნა “ცხელი ხაზი”. 22 ოქტომბერს მოხდა უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება,“- აცხადებენ სუს-ში.

ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ე.წ. სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • -

    პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *