„ეს გარეწარი არაფერს ნანობს და არასოდეს მოიხდის ბოდიშს!“ – ბონდო მძინარაშვილი

854 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
პერუს დიქტატორი ალბერტო ფუხიმორი, რომელიც 2000 წელს ქვეყნიდან გაიქცა, მერე 2007 წელს ჩილედან ექსტრადიციით დააბრუნეს და რომელსაც პერუს სასამართლომ 2009 წელს 25 წლით აღუკვეთა თავისუფლება, დღესაც, ნებისმიერი საჯარო მიმართვის დროს ბოდიშს უხდის პერუელებს!
ბოდიშს უხდის და სასჯელს იხდის!
ალბერტო ფუხიმორი ერთადერთი იაპონელია, რომელიც სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. (მოგეხსენებათ, იაპონიას იმპერატორი მართავს). ფუხიმორების ოჯახი გასული საუკუნის 30-იან წლებში გადავიდნენ პერუში…
პერუდან გაქცეულმა ფუხიმორიმ თავი იაპონიას შეაფარა. მოთხოვნის მიუხედავად, გაქცეული ექსპრეზიდენტი იაპონიას პერუსთვის არ გადაუცია, რადგან იაპონიის კონსტიტუციით, იაპონიის მოქალაქის და იაპონური წარმოშობის არამოქალაქის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა აკრძალულია.
ფუხიმორის უარი არ უთქვამს პერუს მოქალაქეობაზე და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა არ მიუღია!
პერუში დაბრუნებული სასჯელს იხდის!
ვიმეორებ: ბოდიშებსაც!
ამ ჩვენმა გარეწარმა კი მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (რაც პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას!), დაინიშნა სხვა ქვეყნის ჩინოვნიკად და იქიდან გააგრძელა საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების არევა!
ეს გარეწარი არაფერს ნანობს და არასოდეს მოიხდის ბოდიშს!
სასჯელს კი აუცილებლად მოიხდის!

Next Post

„თუ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს“ - პაატა ბურჭულაძე

ოთხ ნოე 17 , 2021
854 წაკითხვათუ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს”– თქვა პაატა ბურჭულაძემ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რომელმაც პროტესტის ნიშნად, ასევე დაიწყო შიმშილობა. „თუ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ წარსულის იმ პატარა, ძალიან მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელზეც ჩვენ მყარად ვიდექით დღემდე და რომელიც „ოცნებამ“ ვერ შეძლო, რომ დაენგრია“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.