482 წაკითხვა
გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
კობახიძის დღევანდელი განცხადების შინაარსში არ შევალ. აზრი არა აქვს.
აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი – ქვეყანას მართავს ჯგუფი, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რა არის სახელმწიფო და კობახიძე, როგორც კონსტიტუციის ავტორი, მათში ყველაზე “კომპეტენტურია”.
შე კაი კაცო, ვინ გეკითხება პარტიის თავმჯდომარეს პატიმრის გადაყვანა-არგადაყვანას, ან მის მიმართ “ლოიალობას”?!
ინსტიტუციური აჯაფსანდალი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე თავს უფლებას აძლევს ისაუბროს მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულების, სპეცსამსახურების ნაცვლად, არის კლასიკური საბჭოური მოდელი, როდესაც ყველა გადაწყვეტილებას ე.წ. “პოლიტბიურო” იღებდა და ახმოვანებდა…
“ვამბობ პარტიას, ვგულისხმობ სახელმწიფოს…ვამბობ სახელმწიფოს, ვგულისხმობ პარტიას…”