„ღამ-ღამობით ალბათ პატარა, გაუწონასწორებელ დიქტატორს დინჯი დიქტატორის აჩრდილი გამოეცხადება“ -მაია ნიკოლეიშვილი

617 წაკითხვა

პატარა ქვეყნის პატარა დიქტატორს ესკორტით მიაცილებდნენ დიდი ქვეყნის დიდი დიქტატორის მშობლიურ, ქართულ ქალაქში – ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

„თითქმის საუკუნის ინტერვალით, 21 დეკემბერს რატომ შობს ჩვენი ქვეყანა ბობოქარ, ავტორიტარ პიროვნებებს, რომელთაც ერთი ქვეყნის ტერიტორია ეცოტავებათ, პატარა საქართველოს მოქალაქეობას თმობენ და მეზობელ, სლავურ სივრცეს მიელტვიან თვითგანმტკიცებისა და საკუთარი გრანდიოზულობის მანიით შეპყრობილები და რომელთა მმართველობის ძირითადი ინსტრუმენტი თვალხილული თემიდა და დილეგებში (გლდანი, ლუბიანკა და სხვა) განხორციელებული წამება და სისასტიკეა?!

ღამ-ღამობით ალბათ პატარა, გაუწონასწორებელ დიქტატორს დიდი, დინჯი დიქტატორის აჩრდილი გამოეცხადება, შექსპირისეული ტრაგედიების სტილში და ბევრ რამეს ჰკითხავს, მათ შორის, მისი ძეგლის დამხობისა და პირქვე დადების შესახებაც.“– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

Next Post

„მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რა ხვითოც იყავი, როცა ძუკნა ძაღლივით დამდევდი“ - მაია ნადირაძე

კვი ნოე 21 , 2021
617 წაკითხვამაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რა ხვითოც იყავი, როცა ძუკნა ძაღლივით დამდევდი, ფეხებში მებლანდებოდი, – ჰიმნისთვის ჩემი ტექსტი უქე მიშასო. და მაგის ხვეწნა არ გეთაკილებოდა იმ მომენტში, როცა ასლან აბაშიძე ხიდებს აფეთქებდა და ომს აპირებდა.”- წერს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ნადირაძე პოეტ დავით მაღრაძეს, რადგან ის მიხეილს სააკაშვილს აკრიტიკებს. “და ჰო, ჩემნაირების ბრალია, შენ რომ თავი ადამიანი გგონია, რომ შეგრჩა ყველა […]