„არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო, ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით რომლის მაშინდელ პრეზიდენტს ე.შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე, გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ-ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან. რაც მთავარია სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია, რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა. არადა, სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია, თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ, ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდ ხანს მოვიმკით. არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…