154 წაკითხვა
ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, კანონის მიხედვით ის მაინც ვერ გათავისუფლდება, ვინაიდან, ის სხვა საქმეებშიც არის ბრალდებული.
ამის შესახებ მან 5 დეკემბერს, რადიო “პალიტრის” ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
“პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნა, როგორც ერთადერთი გამოსავალი, მე არ მგონია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ვერ გაათავისუფლებენ, რადგან როგორც კი მიიღებს პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ აქტს, სხვა საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია და პატიმრობა აქვს შეფარდებული. არ გაუშვებენ და ეს აქტი დარჩება როგორც ფიქცია. ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ გადასცენ უკრაინას, ის ხომ უკრაინის მოქალაქეა და იქ უმკურნალონ”- განაცხადა ეკა ბესელიამ.