„რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის გადაყვანის და შიმშილობის თემას“ – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სისტემაში, ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა,“- განაცხადა კობახიძემ.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…