„დედის ემოციები გასაგებია, მაგრამ როცა ობიექტურობას მოწყვეტილი ხარ, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ…“ – შორენა კოწოწაშვილი

1,114 წაკითხვა

ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის დედის მოთქმას წავაწყდი, დათრგუნულია და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს მიშას გათავისუფლებაზეო. დედის ემოციები გასაგებია, მაგრამ როცა ობიექტურობას მოწყვეტილი ხარ, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ რეალობას თვალი გაუსწორო და შვილის ჯანმრთელობაზე პოლიტიკური სარჩულის გარეშე იზრუნო. თურმე გიული ალასანიას არ მოსწონს ოპოზიციის არააქტიურობა, ანუ აქტიურობის ტემპს უწუნებს იმათ, ვინც რეჟიმის საყრდენები იყვნენ და დღესაც სააკაშვილის სახელით უნდათ ფონს გასვლა. ალასანიას განცხადებები და უკმაყოფილების ტონი გასაგებია, თუმცა გაუგებარია, რატომ დადგა ქვეყანა ამ რეალობის წინაშე, რომელშიც დღეს ვართ. პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებთათვის, გიული ალასანიასთვის კი კარგად უნდა იყოს ცნობილი, რა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხის ქვეშ იყოს ის ხალხი, ვისაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე ნებაყოფლობით უარის მთქმელი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის დახმარებას სთხოვს ნაც.მოძრაობის აქტივის პარალელურად. ზოგადად, გარკვეული პერიოდი წერისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ძნელია ყველაფერს თვალი აარიდო, მით უმეტეს, როცა იმ ადამიანს ხედავ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დარწმუნებული იყო, რომ შეიძლებოდა ფიზიკურადაც გასწორებოდნდნ და დოკუმენტების ასლები მოქონდა, საჭირო დროს გაზეთში გამოსაქვეყნებლად. სწორედ რეჟიმმა იმსხვერპლა მისი უფროსი სულხან მელაშვილი და ეს იცის მსოფლიომ. ხოლო დედა ალასანიამ დღემდე ვერ გაიგო, რომ სააკაშვილის დათრგუნვა მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეა, რასაც მისი სათაყვანებელი შვილი ნულოვანი ტოლერანტობის ეგიდით ანადგურებდა. ანდა, რად უღირს იგივე სააკაშვილს ასეთ პირობებში თუნდაც გათავისუფლება?!,. ის ხომ ქართველების მეხსიერებაში სისხლიან ჯალათად და იმ ლიდერად დარჩება, რომელმაც როგორც მისი ცნობილი განცხადებიდან ვიცით, აზერბაიჯანს სტრატეგიული სიმაღლე სჭირდებოდა დავით გარეჯში და ამიტომ დაუთმო. ამაოა მისი მცდელობა, ქვეყანა კიდევ ერთხელ მართოს…

Next Post

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკური პროცესები გაააქტიურა“ - გიორგი ლაღიძე

ხუთ ნოე 25 , 2021
1,114 წაკითხვაარის თუ არა იმისი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაანთავისუფლონ – პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა მსგავს რეგულაციებს ითვალისწინებს, თუმცა რამდენად წავა ამაზე ხელისუფლება ეს საეჭვოა: საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ პატიმარიარის მძიმედ ავადაა, ან საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, და ამისათვის პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებული გარემო არის შეუსაბამო, შესაძლოა […]

შესაძლოა მოგეწონოთ