„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკური პროცესები გაააქტიურა“ – გიორგი ლაღიძე

641 წაკითხვა

არის თუ არა იმისი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაანთავისუფლონ – პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა მსგავს რეგულაციებს ითვალისწინებს, თუმცა რამდენად წავა ამაზე ხელისუფლება ეს საეჭვოა:

საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ პატიმარიარის მძიმედ ავადაა, ან საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, და ამისათვის პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებული გარემო არის შეუსაბამო, შესაძლოა მოხდეს პატიმრისათვის სასჯელის გადავადება იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით სასამართლოს მიერ, ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ კონსოლიუმების დასკვნაზე, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შეიქმნა. თუმცა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თემა  და დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პროცესები. საერთო ჯამში, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და დაკავებამ პოლიტიკური პროცესები გაააქტიურა თუმცა, საერო ჯამში ეს რამდენად იქნება ცვლილებების მომტანი, ამას დრო გვიჩვენებს.

Next Post

„თითი მომატეხეს“ - ანა წითლიძე

პარ ნოე 26 , 2021
641 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ხელი მას მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა. „მონებოს“ დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.