ნატო რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში არ იბრძოლებს, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევს

856 წაკითხვა

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სხვა სახელმწიფოზე ღია აგრესიის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის პრინციპი უკრაინაზე არ ვრცელდება, რადგან ის ალიანსის წევრი არ არის.

როგორც სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

მისივე თქმით, თუ ამის საჭიროება იქნება ნატო უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს.

14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული.

21 ნოემბერს სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.

frontnews

Next Post

„ჩვენ ალფაც ფეხებზე გვეკიდა, ბეტაც - ვწყდებით მშვიდად და აუღელვებლად“ - ნინო ჯანგირაშვილი

კვი ნოე 28 , 2021
856 წაკითხვანინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მე მაინც ვფიქრობ რომ დანარჩენ მსოფლიოზე წინ ვართ. ახლა ომიკრონზე გადაირივნენ და დაფეთდნენ. ჩვენ ალფაც ფეხებზე გვეკიდა, ბეტაც, გამაც და დელტაც. ომიკრონი მითუმეტეს. ვწყდებით მშვიდად და აუღელვებლად. მაგათ იდარდონ ომიკრონიც და იმის იქითა კრონიც.”

შესაძლოა მოგეწონოთ