„თუ სააკაშვილს პროცესზე არ მოიყვანენ, სასამართლოს არ ჩავატარებ!“ – ლიანა ორკოდაშვილი

728 წაკითხვა

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს, რომ თუ ორშაბათს მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო პროცესზე არ მიიყვანს სხდომა არ ჩატარდება.

ალბათ უფრო ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს, თუ ისინი იტყვიან რომ მისი (მიხეილ სააკაშვილის) ტრანსპორტირება შესაძლებელია რომ არ მოიყვანონ. თუ არ მოიყვანენ, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ მის გარეშე”– აცხადებს ორკოდაშვილი.

ლიანა ორკოდაშვილი კარიერას თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 თვეში ასრულებს. უვადოდ გამწესებული მოსამართლე 65 წლის ხდება და უფლებამოსილებაც ავტომატურად უწყება.

მისი თქმით, მოსამართლის სიტყვაზე ბევრი განსასჯელის მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული:

მოსამართლეობა, ეს ისეთი დიდი ტვირთია, შენი სიტყვით ადამიანი ან ციხეში მიდის, ან სახლში. ან სწორ გზას ადგება, ან შეიძლება დანაშაულებს აგრძელებს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოსამართლე როგორ მიუდგება კონკრეტულ ადამიანს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს” – აცხადებს მოსამართლე. 

Next Post

„ფრთხილად თითის ქნევისას ქალბატონო ნინო“ – დავით ბერძენიშვილი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს

კვი ნოე 28 , 2021
728 წაკითხვა„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი, ნინო ბურჯანაძეს პასუხობს: „ნინო ბურჯანაძეს უბრძანებია, ჩემზე მეტი უფლება არავის აქვს, სააკაშვილის ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყოსო და ბევრი სხვა სისულელეც მოუყოლებია პრეტენზიული ტონით და იმპერატიული მოთხოვნით( პარლამენტიდან გამოდით, პრანჭვას თავი დაანებეთ და ა.შ.). ეს ბაქი-ბუქი ყველასგან ღიმილისმომგვრელია, ბურჯანაძისგან კი პოლიტიკურ წარსულსა და საკუთარ უპირატეს უფლებაზე საუბარი გამაღიზიანებელიც… “ნა პაკლონ კ პუტინუ, ვ ტუფელკახ ნა პაკლონნოი […]