„დამაბნეველია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც..“ – კელი დეგნანი

842 წაკითხვა

დამაბნეველია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რომელსაც საქართველოში 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მათ მოილაპარაკეს და შეათანხმეს სამოქმედო გეგმა სასამართლო რეფორმისთვის 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც რჩება ძალიან სასარგებლო გზამკვლევად. მასში ყოველი ელემენტი ეფუძნება საერთაშორისო და საშინაო პროფესიონალი იურისტების რეკომენდაციებს. ბევრი მათგანი, მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თავად პარლამენტმა ითხოვა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რომელიც პარლამენტმა თავად მოითხოვა. ასე რომ, დამაბნეველია, რატომ გრძელდება დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

„დღეს, ამერიკის სავაჭრო პალატაში საუბრისას, ვფიქრობ, ვიხილეთ ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ აქ არსებობს მოქმედების თანაბარი პირობები, როდესაც ისინი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. სურთ იცოდნენ, რომ მათი კონტრაქტების განხილვა მიუკერძოებელ სასამართლო დარბაზებში მოხდება და იქნება გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, თუკი მათ ასეთი სახის დავა ექნებათ. თუკი ისინი საქართველოში ამას არ დაინახავენ, სხვაგან განახორციელებენ ინვესტიციას.

ჩვენ, აშშ-ის საელჩო, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოში ინვესტიციები, ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს და შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამისთვის კი მთავარი ელემენტი არის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა,“- აღნიშნა ელჩმა.

იპნ

Next Post

Apply For Online Title Loans In Dodge City, Ks At Compacom

ორშ ნოე 29 , 2021
842 წაკითხვაActually, that’s not quite true that your history won’t be checked. It’s still nice for you and still may be considered as half-true, though. The matter is that your credit history isn’t that essential as your income. You just need to persuade the lender in your repayment ability, and you can try it out. A title loan in Dodge […]

შესაძლოა მოგეწონოთ