„არც ექსკლუზივი გვინდა და არც პერმანენტულ აქციებს არ დავიწყებთ“ – სოსო გოგაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს

905 წაკითხვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დაბეგრეკაზინო“- ს კამპანიის შემდეგ, ბიუჯეტის შესავსებად და კონკრეტულად პოლიციელების გასაძლიერებლად, მთავრობას მინდა შევთავაზო ახალი იდეა.
ხო, არც ექსკლუზივი გვინდა და არც ამაზე პერმანენტულ აქციებს არ დავიწყებთ, ოღონდ გააკეთეთ.
. შემოიღეთ მსუბუქი მანქანის შუშების დაბურვაზე ფასიანი ნებართვები, 2000₾- 1 წლით.
ჩვენი გამოთვლებით და კვლევებით, ამ სერვისით ისარგებლებს დაახლოებით 100 ათასი ავტომობილის მფლობელი.
.ეს იქნება დამატებითი 200 მილიონი ლარი, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ შსს-ს 40 ათას თანამშრომელს ხელფასი გაუზარდოთ 500! ლარით, ან ყოველთვიური დანამატი გადაუხადოთ.
.ასევე ეს ხელს შეუწყობს ოპერატიულ მანქანებს, რომ შეუმჩნევლად განახორციელონ თავისი უფლებამოვალეობები. ახლა მაყრიონივით თვალში ხვდებიან ყველას.
. შეამცირეთ 10 000 ლარიანი გადასახადი 2000 ლარამდე ინდივიდუალურ სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე, ოღონდ 5 წლიანი ნებართვით.
ამ სერვისით ისარგებლებს დაახლოებით 50 000 ავტომფლობელი. ესეც დამატებითი 100 მილიონი მატერიალურ- ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად, ან მოსამსახურეთა ბინათმშენებლობისთვის, რომელიც უფასოდ გადაეცემა უბინაო თანამშრომლებს, ან მრავალშვილიან პოლიციელებს.
ვემსახურებისაქართველოს!
პ. ს. 2020 მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 1.38 მილიონი ავტომობილი, აქედან აქტიურია 1 მილიონი.
პ.პ.ს. იმ კაზინოებიდან ამოღებული თანხით სხვადასხვა პენსიები, რომ უნდა გაზარდოთ საგრძნობლად ეგ არ დაგავიწყდეთ“ – წერს სოსო გოგაშვილი.

Next Post

ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამ ნოე 30 , 2021
905 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. როგორც გვარამია აღნიშნავს, პროკურატურის მიერ აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და რა მიზანს ისახავს. „საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია და თქვენთვის გავიმეორებ. ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონ ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევები ვართო. […]