„სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, 9 მლნ ზარალი აანაზღაუროთ“ – პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი

1,084 წაკითხვა

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.

პროკურორმა განმარტა, რომ ის ასევე ჩართული იყო 26 მაისის საქმის განხილვაშიც. გარდა ამისა, თემურ ჯანაშიამ სხდომაზე მიიტანა პიჯაკები, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატები ამბობენ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ პიჯაკების ყიდვას ედავებიან. თუმცა, პროკურორების თქმით, მილიონობით ლარი იხარჯებოდა, მათ შორის პრეზიდენტის ბოტოქსზე და მისთვის შექმნილ კომფორტსა თუ ფუფუნებაზე.

ipn

Next Post

„გუანტანამოს ციხის წამების მსხვერპლებს შეადარა ყოვლად აღმატებული, საკუთარი თავი“ - მაია ნიკოლეიშვილი

ხუთ დეკ 2 , 2021
1,084 წაკითხვაკაცი სერიოზულადაა აცდენილი რეალობას. სახელმწიფოებრივად ვაი, რა ძნელი საყურებელი და მოსასმენია! პრიმიტივიზმი, პოპულიზმი, უაზრობა, სიგოიმე, სიქაჯე, სიშლეგე, უკრიტიკობა, “მე”, “ჩემი”, “ჩემი”, “მე”! აი, ვინ თამაშობდა ადამიანების ბედისწერით!”– ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. „გუანტანამოს ციხის წამების მსხვერპლებს შეადარა ყოვლად აღმატებული, საკუთარი თავი! ვაი! მრცხვენია ფსიქიატრების დუმილის გამო. ფსიქოლოგებისაც. […]

შესაძლოა მოგეწონოთ