„მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი“ – თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

1,084 წაკითხვა

„ვინც თქვენ ძალით გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა „ქართული ოცნების“ და ჩემი დიდი ცოდვა“ – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

„რატომ უნდა გენდოთ, „იუნესკოს“ ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნეთ საგანძურთან დაკავშრებითო – ეს დასკვნა დაფარული არაა, მაგრამ თქვენ საქმისთვის არ გცალიათ. არ შევალ, არ შევალო იძახის, შემდეგ დამხვდა აქ დასკუპებული. ლეიბები დავყაროთო – ალბათ დაყრის. მოდი შევთანხმდეთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე კულტურული. მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი. იმიტომ, რომ მეტი მიღწევა პოლიტიკაში არ გექნებათ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Next Post

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტის თარიღი და დრო წინასწარ განსაზღვრულია და მას ამერიკულ მხარესთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებენ

პარ დეკ 3 , 2021
1,084 წაკითხვაკრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტის თარიღი და დრო წინასწარ განსაზღვრულია და მას ამერიკულ მხარესთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა. მისი თქმით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში შედგეს. ვლადიმირ პუტინის თანაშემწის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბაიდენთან ონლაინშეხვედრისას განხილული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიები. „ეს არის ჩვენ შეთავაზება […]

შესაძლოა მოგეწონოთ