რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტის თარიღი და დრო წინასწარ განსაზღვრულია და მას ამერიკულ მხარესთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებენ

734 წაკითხვა

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტის თარიღი და დრო წინასწარ განსაზღვრულია და მას ამერიკულ მხარესთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში შედგეს.

ვლადიმირ პუტინის თანაშემწის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბაიდენთან ონლაინშეხვედრისას განხილული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიები.

„ეს არის ჩვენ შეთავაზება კოლეგებთან, წამყვან ქვეყნებთან ერთად სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი იურიდიული შეთანხმებების მისაღწევად, რომლებიც გამორიცხავდა აღმოსავლეთით ნატო-ს ნებისმიერ წაწევას და რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინის, ჩვენთვის პირდაპირი საფრთხის მატარებელი შეიარაღების სისტემების განთავსებას“, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ.

იური უშაკოვის თქმით, მოსკოვისთვის აუცილებელია ასეთი გარანტიები და ეს არის დიდი ხნის საკითხი.

„საბჭოთა კავშირსაც და რუსეთსაც მისცეს ზეპირი დაპირებები, რომ ნატო-ს სამხედრო სტრუქტურები არ წაიწევს აღმოსავლეთით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ზეპირი დაპირებები არაფრად ღირს იმის მიუხედავად, რომ ამ განცხადებების დაფიქსირება გარკვეულწილად ხდებოდა, არსებობს შესაბამისი საუბრების ჩანაწერები“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

„ახლა, დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, დადგა ჩვენთვის შესაბამისი გარანტიების მიცემის სასწრაფო აუცილებლობის საკითხი, ასე ვეღარ გაგრძელდება. რა ფორმის იქნება ეს დოკუმენტი, რთული სათქმელია, მთავარია, რომ ეს იყოს ქაღალდზე დაფიქსირებული შეთანხმებები“, – განაცხადა უშაკოვმა.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ასევე ისაუბრებენ ჟენევის მოლაპარაკებების დროს განხილულ საკითხებზე, ავღანეთზე, ირანზე, უკრაინის შიდა კრიზისზე, ლიბანზე, სირიაზე და სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგზე.

1ტვ

Next Post

„ძირითადად, ვისმენდით შეფურთხებას, ლანძღვას, ცინიზმს. საკმაოდ გაუნათლებელია“ - თაკო ჩარკვიანი

პარ დეკ 3 , 2021
734 წაკითხვა„ძირითადად, ვისმენდით შეფურთხებას, ლანძღვას, ცინიზმს. საკმაოდ გაუნათლებელია, ქართულ ცეკვაში ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებასო, რაზეც ვუპასუხე ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცითქო, რადგან ქართულ ქორეოგრაფიაში ვირსალაძის სკოლა არსებობს და აბაკელიასი და კულტურის მინისტრია ხომ? სადამსჯელო რაზმს ხელმძღვანელობს როგორც იუსტიციის მინისტრი – კვლავ ასეთი შეგრძნებებით დგას“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც “მინისტრის საათის” […]