„ძირითადად, ვისმენდით შეფურთხებას, ლანძღვას, ცინიზმს. საკმაოდ გაუნათლებელია“ – თაკო ჩარკვიანი

951 წაკითხვა

„ძირითადად, ვისმენდით შეფურთხებას, ლანძღვას, ცინიზმს. საკმაოდ გაუნათლებელია, ქართულ ცეკვაში ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებასო, რაზეც ვუპასუხე ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცითქო, რადგან ქართულ ქორეოგრაფიაში ვირსალაძის სკოლა არსებობს და აბაკელიასი და კულტურის მინისტრია ხომ? სადამსჯელო რაზმს ხელმძღვანელობს როგორც იუსტიციის მინისტრი – კვლავ ასეთი შეგრძნებებით დგას“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც “მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში უსმენენ.

„სულ იმ 9 წელზე საუბრობს. მე ვაპროტესტებდი წინა ხელისუფლების დროს, ბაგრატის კონსერვაცია -რესტავრაცია მინდოდა, მოხდა რესტავრაცია, მაგრამ ის ბაგრატი ჩახჩახებს მეთქი ვუთხარი და საყდრისი აფეთქებულია. ეს არ მოსწონთ და შეურაცხყოფაზე გადმოდიან. იძახა ეს მწამებლები, მკვლელები, მე ძალიან ფაქიზად ვუთხარი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ადგილი, სადაც ბავშვობის დროს მიღებული კომპლექსების რეაბილიტაციას შეიძლება ეწეოდეს, ვუთხარი, რომ სიტყვა მკვლელს როცა ხშირად ახსენებს, რაც სააკაშვილს უწოდა და იურისტმა უნდა იცოდეს, რომ ძიების დროს ასე არ უნდა უწოდოს ადამიანს“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

Next Post

„თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება“ - ლიზა იასკო

პარ დეკ 3 , 2021
951 წაკითხვათუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სურს სააკაშვილის მოკვლა და მისთვის პატიმრობის მრავალი წლის მისჯა. რადას დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა. „მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, […]