ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 5 პირი დააკავეს

919 წაკითხვა

სამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ძებნილების დაკავება ბათუმში მოხდა.

„დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.

1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.

1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.

1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.

1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კვი დეკ 5 , 2021
919 წაკითხვაშრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შრომის ინსპექცია მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით. „შრომის ინსპექციის სამსახური 2020 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამუშაო ადგილებზე ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავებაში. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, სამუშაო ადგილებისთვის შემუშავებულია […]

შესაძლოა მოგეწონოთ