„კასპერსკის ლაბორატორია“ გამოუშვებს თავისი საოპერაციო სისტემის KasperskyOS Community Edition ღია ვერსიას

„კასპერსკის ლაბორატორია“  ავრცელებს კიბერიმუნური ოპერაციული სისტემა  KasperskyOS-ის უფასო ღია ვერსიას. სისტემა  მუშაობს   პოპულარულ მიკროკომპიუტერზე RaspberryPi 4. KasperskyOS Community Edition ხელმისაწვდომი იქნება დეველოპერების ფართო სპექტრისთვის.

კომპანია იუწყება, რომ დისტრიბუციაზე უფასო წვდომა ხელს შეუწყობს secure by design უნარების უსაფრთხო გავრცელებას და ტექნოლოგიური იდეების შემოწმებას. ოპერაციული სისტემის ირგვლივ ჩამოყალიბებულ საზოგადოებას შეუძლია გააუმჯობესოს კიბერიმუნური გადაწყვეტილებების შემუშავების პრაქტიკა.

”სპეციალური დანიშნულების ოპერაციული სისტემა KasperskyOS შექმნილია იმისათვის, რომ მის ბაზაზე შეიქმნას  გადაწყვეტილებები, რომლებიც დაცულია ნებისმიერი, როგორც უკვე არსებული, ასევე უცნობი საფრთხეებისაგან.  ამ OS-ზე დაფუძნებული კიბერიმუნური პროდუქტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდუსტრიაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, კორპორატიულ IT-ში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, სადაც არის გაზრდილი მოთხოვნები კიბერუსაფრთხოების, საიმედოობისა და სამუშაოს პროგნოზირებადობის მიმართ.  KasperskyOS Community Edition შექმნილია KasperskyOS-ზე Embedded-ისა  და IoT- გადაწყვეტილებების პროტოტიპების შესაქმნელად  —  როგორც სატესტო, ასევე საგანმანათლებლო მიზნებისთვის:  აპლიკაციების, კომპონენტების, დრაივერების პორტირებისთვის, secure by design-ის დამუშავების პრინციპებისა და ტექნიკის შესწავლის მიზნით“, – აცხადებენ ექსპერტები.

ოპერაციული სისტემა KasperskyOS Community Edition შეიძლება გამოიყენონ დეველოპერებმა, ძირითადად Embedded და IoT გადაწყვეტილებები; საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც სწავლობენ ინფორმაციულ უსაფრთხოებას და ინდუსტრიებმა, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების გაზრდილი მოთხოვნები (ავტომატიზაცია, IoT და სხვა).

KasperskyOS CE-ის დისტრიბუცია ხდება  deb- პაკეტის სახით,  გარდა თავად OS-ისა ის  მოიცავს განვითარების ინსტრუმენტებს, ინსტრუქციებს და მაგალითების საწყის  კოდებს. მაგალითები აჩვენებენ უსაფრთხოების შაბლონების ფუნქციონალურობას, პრაქტიკულ გამოყენებას და ინფორმაციული უსაფრთხოების ტიპიური ამოცანების განხორციელებას საუკეთესო იმუნურობის  პრაქტიკით.

KasperskyOS Community Edition შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი საკუთარი,  არაკომერციული და არაინდუსტრიული გამოყენებისპროდუქტების შესაქმნელად.  დეველოპერებს, რომლებსაც სურთ KasperskyOS-ზე დაფუძნებული კომერციული პროდუქტების გამოშვება, შეუძლიათ დაუკავშირდნენ „კასპერსკის ლაბორატორიას“ გადაწყვეტილებების შესამოწმებლად და კომერციული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებისათვის.

დისტრიბუციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ  ბმულზე: https://os.kaspersky.com/development/.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…