271 წაკითხვა
გიული ალასანიას თქმით, არაეთიკური იყო მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გამოქვეყნება. ამის შესახებ მან “ფორმულა”-ს ეთერში განაცხადა და წამყვანებს უთხრა, რომ ეს მათ არ ეხებოდათ, არამედ იმ წყაროს, ვინც ეს ფოტოები მიაწოდა.
“ფოტოებმა გამაკვირვა მართალი გითხრათ, თქვენ არ გეხებათ, იმ წყაროს, საიდანაც გამოჟონა, ეს არაეთიკურია. ჩემმა შვილიშვილმა არ იცოდა და რომ გაიგო, უცებ მოძებნა სურათი და რეაქცია იცით როგორი ჰქონდა? – სახე მოენგრა, ეს რა უბედურებააო”– განაცხადა გიული ალასანიამ.