„პატიება მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია და არა საშოვარზე გამოსულ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ სუბიექტს“ -გია ხუხაშვილი

757 წაკითხვა

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა სააკაშვილი შერიგების (კოჰაბიტაციის) სამხრეთ აფრიკულ მოდელზე საუბრობს, უნდა ახსოვდეს, რომ მაგ მოდელის განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და მითუმეტეს, ღარიბაშვილი.

„აქ მხოლოდ პიროვნულ მასშტაბზე არ ვსაუბრობ. მანდელა თვითონ იყო სისტემის მიერ წამებული, ბიძინას და იკასგან განსხვავებით. პატიება კი მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია და არა საშოვარზე გამოსულ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ სუბიექტს“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.

„ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე“, – წერს სააკაშვილი.

Next Post

„მონა არავინ არ არის“ - იყო თუ არა რეალურად დაპირისპირება?

ორშ დეკ 13 , 2021
757 წაკითხვააბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და „ხელების ბრახუნი“ იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: „არ მახსენდება, უარვყოფ”. “დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო […]