„მონა არავინ არ არის“ – იყო თუ არა რეალურად დაპირისპირება?

696 წაკითხვა

აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და „ხელების ბრახუნი“ იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: „არ მახსენდება, უარვყოფ”.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, გაბუნია ამბობს, რომ “მწვანე პასპორტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია არსებობს”.

„დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, შერჩეულია თუ არა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურა.

“ვფიქრობ, კონსულტაციები მიმდინარეობს და ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას, რათა მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა”,- განაცხადა გაბუნიამ.

ipn

Next Post

„უფალო, შემისრულე ეს სურვილი“ - რა ოცნება აქვს პეტრე გოგაშვილს

ორშ დეკ 13 , 2021
696 წაკითხვა „ისტორიული დღე გვაქვს ქიზიყში“ – წერს სოციალურ ქსელში სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს: დღეს ზემო მაჩხაანში ეკურთხა იოსებ არიმათიელის სახელობის ტაძრის საძირკველი. მეუფე დიმიტრის კურთხევით ეს ლოცვა აღავლინა მამა ნიკოლოზმა, მამა გიორგიმ და მამა ლევანმა, მირზაანის დედათა მონასტრის დედებთან ერთად პეტრემ სურვილი დაწერა და საძირკველში ჩააყოლა. აი სურვილი: „უფალო, შემისრულე ეს სურვილი. მე მინდა სულ […]