არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

358 წაკითხვა

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სოციალური დაცვის სამსახურში გადაიყვანეს.

ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლამდე მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

Next Post

„უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში "ომიკრონ" შტამი დაიწყებს ცირკულაციას“

ოთხ დეკ 15 , 2021
358 წაკითხვასაქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში “ომიკრონ” შტამი დაიწყებს ცირკულაციას, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საკითხზე. როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით, Pfizer-ის “ბუსტერ” დოზებს, დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია, რაც მისი განცხადებით, საკმაოდ ეფექტურია “ომიკრონ” […]