„უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში “ომიკრონ” შტამი დაიწყებს ცირკულაციას“

419 წაკითხვა

საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში “ომიკრონ” შტამი დაიწყებს ცირკულაციას, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საკითხზე.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით, Pfizer-ის “ბუსტერ” დოზებს, დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია, რაც მისი განცხადებით, საკმაოდ ეფექტურია “ომიკრონ” შტამთან მიმართებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი კვლევა არ არსებობს ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით.

“საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება “ომიკრონი” ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამოდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, “ომიკრონი” გამოჩნდება.

ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა Astrazeneca-ს ვაქცინასა და 1 დოზა Pfizer-ს აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ Pfizer-ით აცრას-დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული, ამიტომ ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, ანუ 3 აცრა პრინციპში “ომიკრონისაგანაც” იცავს საკმაოდ ეფექტურად. რეკომენდაციები რჩება იგივე. თუ გვინდა ინფიცირებისაგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისაგან თავდაცვა, ეს არის ვაქცინაცია. ეს არის ორი ძირითადი, რაც უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Next Post

„მთელი ღადაობა ისაა, ჯანდაცვის მინისტრი რომ გადადგა და შეშინებული პრემიერი“

ოთხ დეკ 15 , 2021
419 წაკითხვაინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს: „მთელი ღადაობა ისაა, ჯანდაცვის მინისტრი რომ გადადგა და შეშინებული პრემიერი ხელს ვერ აწერს მის განცხადებას, ეშინია, ბოსის ოჯახმა არ გადააყოლოს ტიკარაძეს და თან გვყავს ჯანდაცვის მინისტრი, თან აღარ.