გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს

812 წაკითხვა

გენერალი  გიგი კალანდაძე დააკავეს. “პირველების”  ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. კალანდაძე აგვისტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.

კალანდაძესთან დაახლოებული პირი, გიორგი კასრაძე “პირველებთან” ამბობს, რომ კალანდაძე პატრიოტია და მის დაკავებაში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს.

არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ბოლოს გიგისთან ერთი ორი თვის წინ მქონდა საუბარი. ვიცი, რომ უკრაინაში მუშოაბს, დაგეგმარების მიმართულებით იყო ფონდის და რავიცი, რატომ უნდა დაეკავებინათ მიზეზიც არ ვიცი, პატრიოტი და მებრძლი ადამიანია და გარდა რუსული ძალების მას მტერი ვინ უნდა ჰყავდეს არ ვიცი, – ამბობს კასრაძე.
თუ რას უკავშირდება გენშტაბის ყოფილი უფროსის დაკავება “პირველები”  არკვევს.

Next Post

„სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი - სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი“

კვი დეკ 19 , 2021
812 წაკითხვასააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“. მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ უწყება არ გაასაჯაროვებდა კადრებს, იქნებოდა საფუძველი […]