„ახლა ვწერ ღიად, არც გვარს ვიტყვი და არც მინიშნებით რამეს“ – გულბაათ რცხილაძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე

2,385 წაკითხვა

წეღან ჩემი და ჩემი კატის ღვაწლზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში, რა თქმა უნდა, ვიხუმრე. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ ხალხი სერიოზულადაა ავად და ყველაფრის სჯერათ. მათ შორის, საკუთარი ტყუილების. მე ახლა დავწერ სრულ სიმართლეს, თუმცა არც არავის ვუმტკიცებ რამეს და არც ვინმეს წინაშე თავს წარმოვაჩენ. დაე იყოს ეს რამდენიმე სტრიქონი ჩემი “ფრენდებისთვის”.
შოთა აფხაიძემ, რომელიც მოსკოვშია, შესაძლოა, სერიოზული ბიძგი მისცა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თემის გაღრმავებას. მას ეს არც ახსოვს, ახლა ვწერ ღიად. ვინაიდან არავის არაფერს ვუმტკიცებ, არც გვარს ვიტყვი და არც მინიშნებით რამეს. მაგრამ სიმართლე ეს იყო: შოთამ გაიცნო და დამეგობრდა ერთ სამხედრო კაცთან, რომელიც საკმაოდ გავლენიანია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სიტყვა ეთქმის. რაც მთავარია, პირადად იცნობს და მეგობრობს ანატოლი ბიბილოვთან. ამ კაცთან მესენჯერში მეც მქონდა საუბარი, სამივე ვსაუბრობდით და სიტყვას მოვაყოლე, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალშია ტყვედ და ასე შემდეგ-მეთქი. ეს კაცი გაოცდა (საქართველოსთან არანაირი შეხება არ აქვს!), როგორ შეიძლება, ექიმის დაკავებაო. მე ავუხსენი, როგორც და რატომაც შეიძლება. მკითხა, სხვა რამე ხომ არ დაუშავებიაო. ვუპასუხე – არა. მაშინ, მე ხვალ დავურეკავ პრეზიდენტსო.

ამის მერე არ მომიკითხავს და შოთასაც არ გახსენებია, მაგრამ დღეს, როცა ყველა “ვაჟა ექიმოს” გათავისუფლებას თავის თავზე იბრალებს, ეს ფაქტი ამოტივტივდა მეხსიერებაში. რა თქმა უნდა, ბატონ ბიბილოვს უფრო არ დაავიწყდებოდა ეს საუბარი. მაგრამ ყველაფერი თავისი ნებით გადაწყვიტა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ! არანაირი რუსული ზეწოლა და იძულება მას არ ჰქონია. აქვე, უკვე ითქვა, ვლადიკავკაზელი ქართველის, მდივნიშვილის მიერ, რომ მოჭიდავეები ჩაერთვნენ და თხოვეს ანატოლი ბიბილოვს, შეწყალებაზე მოეწერა ხელი. შესაბამისი ბმული ქვემოთ დევს. ეს ორი ფაქტორია ყველაზე მნიშვნელოვანი და არა დაუსაბუთებელი ყაყანი.
უმთავრესი კი ყოველთვის ღვთის ნებაა და ნურავინ შეეცდებით, თავი უფალს გაუტოლოთ! ღმერთმა გადაარჩინა გაფრინდაშვილი და დაუბრუნა ოჯახს!, ამინ!

გულბაათ რცხილაძე

Next Post

„განათლების სამინისტროს მესვეურებს, მათ ვინც გზა-კვალი აუბნია უმაღლეს განათლებას ვეკითხები“ - ელიზბარ ელიზბარაშვილი

შაბ დეკ 28 , 2019
2,385 წაკითხვასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაინგრა არსებული საგანმანათლებლო სისტემა. “რეფორმატორებმა” შემოიღეს ახალი სრულიად გაუგებარი სპეციალობათა საკვალიფიკაციო ჩარჩო, სადაც გეოგრაფია საერთოდ არ ფიგურირებდა. სიაში წარმოდგენილი იყო გარემოსმცოდნეობა, გეომორფოლოგია, გეოეკოლოგია და ა.შ. უმაღლესი განათლების და მეცნიერების არსებული სისტემის შესახებ  საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად ჯერ შევქმენი საბაკალავრო პროგრამა გარემოსმცოდნეობაში, მაგრამ რამოდენიმე წელში საკვალიფიკაციო ჩარჩოს შეცვლის გამო უმალ გააუქმეს სპეციალობა, ისე, რომ პირველ ნაკადს პროგრამის […]

შესაძლოა მოგეწონოთ