697 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას “დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის” – იტყობინება რუსული გამოცემა “RIA” – კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

380 წაკითხვაუკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 მეხანძრე და 10 ერთეული ტექნიკაა ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსი სამხედროები მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ipn

429 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 1.5 საათი გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ. „პრეზიდენტ მაკრონს ინტუიცია კარნახობს, რომ ყველაზე უარესი ჯერ […]

750 წაკითხვა2022 წლის 2 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს “რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ”, არღვევს გაეროს წესდებას და მოსთხოვს რუსეთს “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება” აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წინააღმდეგ. გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა წევრმა ქვეყანამ, რომლის მიღებასაც უმრავლესობის ორი მესამედი სჭირდებოდა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. მწვანე ფერით აღნიშნულია ქვეყნები, რომლებმაც მხარი […]

523 წაკითხვა„ეს იყო ფატალური შეცდომა, უკრაინის დაცინვა შეუსრულებელი დაპირებებით, კონკრეტულად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. ჩვენ მივიყვანეთ უკრაინა ამ მდგომარეობამდე”, – ასე აფასებს ბუნდესტაგის დეპუტატი და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი, ელის ვეიდელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთს არ სურს ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება, რაზეც 20 წელია, უკვე საუბრობს და ამას არ დაუშვებს. მისი თქმით, უკრაინისთვის უნდა […]

649 წაკითხვაგერმანიის მთავრობამ რუსული თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცის დახურვის განკარგულება გასცა, -ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ვოლკერ ვისინგიმ განაცხადა. სამინისტროს პრესსპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ შეზღუდვის დასაწესებლად საჭირო პროცედურა უკვე მიმდინარეობს. ამასთან, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის საჰაერო სივრცეს არ გამოიყენებს. ავიაკომპანიაში განაცხადეს რომ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში რუსეთის მიმართულებით რეისებს არ განახორციელებენ. კომპანიის ის თვითმფრინავები კი, რომლებიც უკვე […]

336 წაკითხვათურ­ქეთ­მა კვლავ ღიად გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბი­სად­მი და პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანმა ნა­ტოს ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯი გა­დად­გან უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად. მან და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა და და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მტკი­ცე პო­ზი­ცია ამ დრომ­დე არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ. ერ­დო­ღა­ნი, დღე­ვან­დელ გა­მოს­ვლა­ში ამ­ბობს, რომ იმე­დოვ­ნებს, პა­რას­კე­ვის ნა­ტოს სა­მიტ­ზე უფრო მტკი­ცე მიდ­გო­მას აირ­ჩევს ალი­ან­სი: „ეს არ უნდა გა­და­იქ­ცეს ჩვე­უ­ლებ­რივ დაგ­მო­ბად, ნა­ტოს […]

603 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე მოუწოდებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ძალაუფლება ხელში აიღონ. მისი თქმით, რუსეთის არმიის ძირითადი შეტაკებები როგორც მოსალოდნელი იყო, ისე მიმდინარეობს არა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარულ ნაწილებთან, არამედ ნაციონალისტურ ფორმირებებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, პასუხისმგებლები არიან დონბასში გენოციდსა და სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრაზე. „ამას გარდა, უკრაინის რეგულარულ ნაწილებში ჩანერგილი ნაციონალისტური ელემენტები არა […]

385 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტმა რეფეჯ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია. საბჭოზე სავარაუდოდ, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების რუსეთისთვის დახურვა განიხილება. კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის. მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება აქვს, რომ სამხედრო გემები სრუტეში არ გაატაროს. მანამდე კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის. მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება აქვს, აუკრძალოს სრუტეში გავლა […]

652 წაკითხვარუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოდესის ოლქში, პოდოლსკში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ასევე დაკარგულია 19 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში.