661 წაკითხვარუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოდესის ოლქში, პოდოლსკში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ასევე დაკარგულია 19 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში.

440 წაკითხვაჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. სამხედრო კოლონა უკრაინაში ადილობრივი დროით 6:48 საათზე შევიდა. ცნობისთვის, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბელარუს-უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების, სამხედრო შეიარაღებისა და ტანკების მობილიზება ხდებოდა. ამ პერიოდში რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებნენ.

399 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს. “რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ […]

492 წაკითხვააღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სამთავრობო ძალებმა მათ ტერიტორიაზე ცეცხლი ოთხჯერ გახსნეს. მათი მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატები. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მძიმე იარაღის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დროს არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთმა, უკრაინაში შესაჭრელად, შესაძლოა ყალბი საბაბი გამოიყენოს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს […]

702 წაკითხვადღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკულმა მხარემ ითხოვა. ამასთან, დღესვე იგეგმება ვლადიმერ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი.  

677 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს. „ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.  

957 წაკითხვაუკვე მეექვსე წელია მას შემდეგ, რაც ჰააგის საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა გამოძიება წამოიწყო, ხოლო ერთ წელიწადზე მეტია, რაც ამ სასამართლოსთან არსებულმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაასრულა, რის შესახებაც პროკურორმა ფატუ ბენსუდამ  ოფიციალურად განაცხადა. ამისდა მიუხედავად, გამოძიების შედეგები არ ქვეყნდება და სასამართლო გადაწყვეტილებას არ ღებულობს. დუმილს ინარჩუნებს ახალი პროკურორიც – დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აჰმად ხანი. […]

801 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები “იგნორირებული იყო”. „უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“. პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს […]

377 წაკითხვაიენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, BBC-სთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ნატოს ვალდებულება ბლოკის რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმად განიხილოს, არ ვრცელდება პარტნიორ სახელმწიფოებზე. „ნატოს ჯარისკაცების უკრაინაში განთავსებას არ ვგეგმავთ. აქცენტს მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. არსებობს განსხვავება ნატოს წევრსა და ძლიერ და დაფასებულ პარტნიორს შორის, როგორიც უკრაინაა“, – განაცხადა […]

900 წაკითხვაუკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს, – ამის შესახებ საქართველოს გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე წერს. ის ეხმაურება აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ […]