2,097 წაკითხვასაქართველოს მთავარი პროკურატურა, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებისა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ოჯახის წევრებს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე მიეწოდათ ინფორმაცია სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. საქართველოს გენერალურმა […]

910 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 24 საათის განმავლობაში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე მამაკაცი.

1,753 წაკითხვათა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­და­ნაა წაშ­ლი­ლი, აღ­დგე­ბა. რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი­დან უკვე მი­ი­ღეს. მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. „ეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა. იგეგ­მე­ბა ხში­რი კონ­ტაქ­ტი. იყო სა­უ­ბა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩა­ერ­თვე­ბი­ან უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. ის აპა­რა­ტუ­რა გვექ­ნე­ბა, […]

1,047 წაკითხვასაქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

1,638 წაკითხვათბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ, 12 აგვისტოს, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. იპნ  

1,571 წაკითხვაახალი მტკიცებულებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – გარდაცვლილი გოგოს ჩანაწერი, სიტყვებით “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” და სავარაუდოდ, ახალი კოდები და პაროლები სულ ცოტა ხნის წინ ოჯახმა და მისმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს. ბაჩალიაშვილებიც და მიხეილ რამიშვილიც ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან. ადვოკატს იმედი აქვს, რომ ეს წერილი და ახალი კოდები გამოძიების ვერსიებს შეცვლის. ამვდროულად სამინისტროში მიმდინარეობს ჟურნალისტ […]

1,336 წაკითხვათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს. მან ასევე საქმის მასალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, აქამდე კი სრულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ. „გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების […]

1,140 წაკითხვასაქართველოს პროკურატურა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყება სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. ბუსა ჟვანიას ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს […]

2,983 წაკითხვათავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ, – აღნიშნული სიტყვები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოლოდინი ჰქონდა, რომ მას გიორგი გახარია შეხვდებოდა. „სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი […]