1,808 წაკითხვა„შაბათის ფორმულა“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.  მისი გამოკითხვა, გუშინ„შაბათის ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. ქაშიაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა. შეგახსენებთ, რომ „შაბათის ფორმულამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

1,695 წაკითხვათოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია: “მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი […]

956 წაკითხვალისზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ნიუპოსტის წყარო ყვება, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას შვილმა ბუსა ჟვანიამ ცივი იარაღით დაჭრა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიას თოფაძესთან მყოფი ქალის ნახვა უნდოდა, ქალმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც ადგილზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. “ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4-ჯერ დაარტყეს დანა. […]

1,752 წაკითხვაახლა ჯერ კიდევ უგონოდ არის, ოთხი ჭრილობა აქვს, მეუბნებიან, რომ გადარჩებაო, – შვილიშვილის, ლევან თოფაძის, მდგომარეობის შესახებ გოგი თოფაძემ “მთავარ არხთან” ისაუბრა. მისი თქმით, ბაკურიანში მყოფი ახალგაზრდები თბილისში დილის 5 საათზე დაბრუნდნენ, რის შემდეგაც სწორედ მასთან მივიდნენ. თოფაძე იხსენებს, რომ საუბრის დროს, ერთ-ერთმა იქ მყოფმა თავის მეგობარს დაურეკა, რომელსაც ადრე იმ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად მის სახლში […]

1,409 წაკითხვა„ასეთი მიჩქმალვები ჩადენილ დანაშაულებებთან  დაკავშირებით, რასაც საგამოძიებო ორგანოები აკეთებენ, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით, ქვეყანას მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ გამოაშკარავდება ფაქტები, რომლებზეც უარესი რეაქცია ექნება ხალხს, ვიდრე  “ციხის კადრებზე“ – აცხადება „ალიასთან“ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. „აღმაშფოთებელია, როდესაც ჩვენ გამწარებული მშობლების ხმას ვისმენთ ტელევიზიით, როდესაც მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ჟურნალისტისთვის ხმის მიწვდენა და სიმართლის თქვა. […]

1,447 წაკითხვადაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის აღება. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, 9დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის […]

990 წაკითხვა“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა. გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინ წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის […]

1,096 წაკითხვამიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერის პაროლი მოხსნილი დახვდა, თუმცა ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ, […]

1,240 წაკითხვაშსს-მ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს […]