1,474 წაკითხვაგამოძიების მიმართ გვაქვს მოთხოვნა, რომ ყველაფერი ობიექტურად და დროულად ჩატარდეს, ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცეს, რადგან რაც უფრო გადის დღეები, მით უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება გამოძიების მიმართ, – ამის შესახებ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ კობა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კობა თამაზაშვილის განმარტებით, დღემდე არ არის ამოღებული სატელეფონო ზარები, ასევე არ არის ამოღებული გარდაცვლილი გოგონას სამუშაო კომპიუტერი, იმიტომ, რომ „პაროლი“ არ იხსნება. „ჩვენ […]

1,385 წაკითხვა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ჟურნალისტური გამოძიების დროს სხვადასხვა  ვერსიებისა თუ ფაქტების ერთბაშად და საჯაროდ გამოტანით, ძნელდება საქმის გამოძიება და ეს  ბრალდებულების ინტერესებშიც შედის.  ამის შესახებ მან TV “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა.

2,131 წაკითხვაგარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას იმიტომ უცხადებს, რომ სამართალდამცავებს ბაჩალიაშვილების ოჯახის წევრების მიმართ არაკეთლსინდისიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. რამიშვილის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ქმედებები გარდაცვლილი ქალის ოჯახის მიმართ „მუქარას გავდა“. „ოჯახის უნდობლობა განპირობებულია ამ ხუთდღიანი ვადით, რაც დაკავშირებულია ძებნასთან, რაც დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან, […]

1,079 წაკითხვაქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის, ელისო ჩეჩელაშვილის, მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. „იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების […]

1,871 წაკითხვაარჩილ გაგნიძის უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძე გადაცემაში „დღის სტუმარი“ შაქარაშვილის საქმის შესახებ ისაუბრა: „თუ ბრალდების მხარეს სურს ბრალი წარგვიდგინოს, კი ბატონო, მათ აქვთ ამის უფლება. ეს იქნება საზოგადოებაზე მანიპულირება, თორემ სამართლებრივად მტკიცებულებების საფუძველზე, არანაირი არსობრივი მტკიცებულება არ არის, რომელიც რაიმე ფორმით მიანიშნებს, რომ რომელიმე პირმა „ტოიტა ქამრიში“ მსხდომთაგან, ჩაიდინა (აღნიშნული) დანაშაული“.

1,956 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარმოადგინა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ. საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. […]

2,771 წაკითხვასურამში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. 34 წლის ილია ქურდაძემ გვიან ღამით მძინარე მეუღლე, 31 წლის თიკო რუსია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავე დააკავეს და უწყების ინფორმაციით, დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ ტრაგედიამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი […]

1,086 წაკითხვამეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“. მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა. როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“. „მათ სამი შვილი ჰყავთ“, […]

2,027 წაკითხვაადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება: „რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არიან […]

1,178 წაკითხვა„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს: „მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების […]