833 წაკითხვაძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა წესის მიხედვით, თუ სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, სულ მცირე 100 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰოსპიტალში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალობას საჭიროებს. ამასთანავე, რადას დეპუტატმა […]

770 წაკითხვა„რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ჯვართან? როდესაც აყროლებული კარვები იყო და რუსთაველი აყროლებული ჰქონდათ, არ გიკითხავთ, რატომ არ იღებთ კარვებს?”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძე აცხადებს, რომ სურთ აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ მონუმენტი არ იყოს, არამედ ის ისტორიას ასახავდეს. “რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ჯვართან? ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ. რატომ გაქვთ ასეთი აგრესია? მე […]

649 წაკითხვანუ კივით! უვიცობაა, როცა ვეღარ გავიგეთ, რომელი პარტიიდან რომელში დახტიხართ. მე არ ვაპირებ ვიმეცადინო თემაზე: რომელი პარტიიდან და კოალიციიდან რომელში დახტიხართ,- ასე მიმართა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერს, დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. თაკო ჩარკვიანი და თეა წულუკიანი ერთმანეთს სიტყვიერად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კულტურის მინისტრმა დეპუტატს მიუთითა, რომ […]

837 წაკითხვა„არ ვიცი როგორი იურისტია, კარგი რომ იყოს ყოველ წამს არ დაარღვევდა კანონს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც “მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში უსმენენ. „იძახა ეს მწამებლები, მკვლელები, მე ძალიან ფაქიზად ვუთხარი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ადგილი, სადაც ბავშვობის დროს მიღებული კომპლექსების რეაბილიტაციას შეიძლება ეწეოდეს, ვუთხარი, რომ სიტყვა მკვლელს […]

830 წაკითხვათუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სურს სააკაშვილის მოკვლა და მისთვის პატიმრობის მრავალი წლის მისჯა. რადას დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა. „მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, […]

929 წაკითხვა„ძირითადად, ვისმენდით შეფურთხებას, ლანძღვას, ცინიზმს. საკმაოდ გაუნათლებელია, ქართულ ცეკვაში ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებასო, რაზეც ვუპასუხე ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცითქო, რადგან ქართულ ქორეოგრაფიაში ვირსალაძის სკოლა არსებობს და აბაკელიასი და კულტურის მინისტრია ხომ? სადამსჯელო რაზმს ხელმძღვანელობს როგორც იუსტიციის მინისტრი – კვლავ ასეთი შეგრძნებებით დგას“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც “მინისტრის საათის” […]

724 წაკითხვაკრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტის თარიღი და დრო წინასწარ განსაზღვრულია და მას ამერიკულ მხარესთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა. მისი თქმით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში შედგეს. ვლადიმირ პუტინის თანაშემწის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბაიდენთან ონლაინშეხვედრისას განხილული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიები. „ეს არის ჩვენ შეთავაზება […]

1,077 წაკითხვა„ვინც თქვენ ძალით გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა „ქართული ოცნების“ და ჩემი დიდი ცოდვა“ – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს. „რატომ უნდა გენდოთ, „იუნესკოს“ ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნეთ საგანძურთან დაკავშრებითო – ეს დასკვნა დაფარული არაა, მაგრამ თქვენ საქმისთვის არ გცალიათ. არ შევალ, არ შევალო იძახის, შემდეგ დამხვდა აქ დასკუპებული. ლეიბები დავყაროთო – ალბათ დაყრის. […]

801 წაკითხვაკაცი სერიოზულადაა აცდენილი რეალობას. სახელმწიფოებრივად ვაი, რა ძნელი საყურებელი და მოსასმენია! პრიმიტივიზმი, პოპულიზმი, უაზრობა, სიგოიმე, სიქაჯე, სიშლეგე, უკრიტიკობა, “მე”, “ჩემი”, “ჩემი”, “მე”! აი, ვინ თამაშობდა ადამიანების ბედისწერით!”– ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. „გუანტანამოს ციხის წამების მსხვერპლებს შეადარა ყოვლად აღმატებული, საკუთარი თავი! ვაი! მრცხვენია ფსიქიატრების დუმილის გამო. ფსიქოლოგებისაც. […]

1,077 წაკითხვასხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა. […]