793 წაკითხვაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი. „თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა […]

747 წაკითხვათავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ კვლევა, რომლის მიხედვით, ქუთაისში მმართველი ძალა 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო „ქართული ოცნების“ გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით. როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“. „ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადება, რომ რეფერენდუმი გააუქმეს და აღარ […]

468 წაკითხვაოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაასახელებს. წარდგენა 21 აგვისტოს, 18:00 საათზე, ფოთში, საქაერონავიგაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 21:00 საათზე, კი ბათუმში, ახალ ბულვარში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება. შეგახსენებთ, ფოთში მერობის კანდიდატად ოპოზიციიდან გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელების თაობაზე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ გაავრცელა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დაანონსა, რომ გაერთიანებული […]

583 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში იმყოფებოდნენ, სადაც ამომრჩევლებს შეხვდნენ. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, წელსაც, ისევე როგორც შარშან, გლდანში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს. „ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ წარმატებები ელენეს და წარმატებები გლდანის რაიონს”, – განაცხადა მელიამ. პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე […]

372 წაკითხვა„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა. „საქსტატის“ შედეგების მიხედვითვე, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 […]

394 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, გიგი უგულავა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. „გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს. უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე […]

690 წაკითხვა„ქართული ოცნების“ დემონტაჟი დაწყებულია.  სახელისუფლებო პარტიის რღვევის პროცესი, პოლიტიკურად ყველაზე რთულ დროს, ადგილობრივი არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხდება, რაც „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად საბედისწერო იქნება. მართალია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ  „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, „ოცნებას“ გიორგი გახარიას შემდეგ, კიდევ ერთი სერიოზული თავისტკივილი, ყოფილი სუსის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახით აქვს.  „ქართული ოცნება“ ზუსტად ისეთივე ბინძური მეთოდებით იბრძვის საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, […]

681 წაკითხვაჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პრემიერი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან და მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მთელ ჩემ გუნდთან ერთად ნამდვილად უზრუნველვყოფ, რომ ის რეფორმები, ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, ბოლომდე იქნას მიყვანილი – ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა ბოლო შვიდი არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. ამით კახა კუჭავამ NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითვხას უპასუხა. კუჭავას თქმით, […]

947 წაკითხვაახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს. “დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ. 900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა. ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. […]

315 წაკითხვა14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, […]