1,625 წაკითხვა„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია […]

1,195 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია კომენტარს ფორმულასთან აკეთებს: “სახელმწიფო უწყებებიდან მე რეალურად არავინ არ დამკავშირებია, ერთადერთი ვინც შემიძლია ვთქვა ეს ასე იყო მაშინაც და ახლაც, რომელმაც მაშინაც შემომთავაზა, თუ დაცვა გჭირდებათ დაგინიშნავთო და ახლაც ნინო ლომჯარია პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით ვარო. სხვა მხრივ არანაირი კონტაქტი ჩემთან არავის არ ჰქონია, არც გამომძიებელს, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ეს პიროვნული […]

2,086 წაკითხვა“მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ტელეარხის ვებგვერდზე განთავსებული ანონსის თანახმად, 15 ივნისს, 20:00-ზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ. გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც […]

1,072 წაკითხვარუსთავში მამაკაცმა რამდენიმე მაღაზია გაქურდა. „ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცმა მაღაზიებიდან: 2 ნაბიჯი, სპარი, ფენიქსი და სხვა სურსათის მაღაზიებიდან ძვირადღირებული სასმელები მოიპარა. ქურდობის ერთიდაიგივე ხელწერითა და კამერებში დაფიქსირებული კადრების მიხედვით მალევე მოხდა პირის იდენტიფიცირება. არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსთავის პოლიციამ მალევე დააკავა. საერთო ჯამში მამაკაცს დაახლოებით 1000 ლარამდე ძვირადღირებული სასმელი ჰქონდა მოპარული.

1,129 წაკითხვადედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო. რაა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაშავებულები ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, […]

809 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს – 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის […]

1,390 წაკითხვაცნობილი ჩოგბურთელი  ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. მას ყოფილ ცოლზე ძალადობა ბრალდება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ცნობილი სპორტსმენის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არც ოჯახის წევრები და არც ადვოკატები საუბრობენ. 

1,904 წაკითხვა26 წლის ავთო კალანდაძე, სანადირო თოფიდან ორი გასროლით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში დღის პირველ საათზე მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, კალანდაძე მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულს კი ოჯახის ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით დახვდა. „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო დამნაშავე, რომელიც უკვე დაკავებულია, ოჯახის ახლობელი და მოკლულის დის ნათლიაა. მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა. საქმე ოჯახებს შორის გარკვეულ […]

1,501 წაკითხვაკოსტავას 44 ნომერში, ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლომბარდში მისმა ცოლმა აღმოაჩინა. მანამდე, 51 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე სერგო ბლიაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კარანტინის რეჟიმში მას ლომბარდი დაკეტილი ჰქონდა. შესაბამისად, სწორედ დაკეტილ ლომბარდში მისულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ვენები გადაიჭრა. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას […]

1,467 წაკითხვათბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, პროკურორი კი აცხადებდა, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს. „რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის […]