1,399 წაკითხვადაკავებულია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა. არსებული ინფორმაციით მას პირადი ჩხრეკისას 1 აბი „სუბოქსინი“ აღმოუჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

1,684 წაკითხვაუპრეცედენტო სარჩელი – ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიან წევრს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამ აქტის გამო მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილება შეიზღუდა. რა სამართლებრივი საფუძველი უდევს პრეზიდენტის სადავო გადაწვეტილებას, მოსარჩელეებისთვის უცნობია. მათი იურისტი ვარაუდობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელდეს. […]

1,787 წაკითხვა„ცოტაც და მოვითხოვ კორონით სიკვდილის უფლებას შიმშილით დახოცილთა მასისგან რო რაღაცნაირად გამოვეყო… გამომაცხადებენ მაინც…ირინა ამბიციური“ ირინა სარიშვილი

1,994 წაკითხვასაპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე გლდანის ციხეშია გამოკეტილი. პროკურატურის მტკიცებით, 27 აპრილს, ღამით, ნასვამმა მეუღლეს, მანანა ბოლოთაშვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით დაემუქრა, რა დროსაც ერთხელ ისროლა. დავით ცინარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამბობს,­ რომ მეუღლეზე არ უძალადია. ადასტურებს, რომ მცირე კონფლიქტი მოხდა და ისიც კარანტინით გაღიზიანების გამო. ვანო ოქროპირიძე, პროკურორი:­ “საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ […]

1,620 წაკითხვა42 წლის ალუდა ზვიადაურის ცხედარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში 2 მაისს დილით თანამშრომლებმა ნახეს. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იპოვეს რუსული წარმოების იარაღიც, საიდანაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სუს -ის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გარდაცვლილი, ამ ინფორმაციას უწყება ოფიციალურად არ ავრცელებს. მომხდარის შესახებ არც სხვა თანამშრომლები საუბრობენ. “კურიერის “ინფორმაციით, […]

1,463 წაკითხვათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.რ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში ქ.თბილისში, არასრულწლოვან ძმებს – ე.ჩ.-ს და დ.ჩ.-ს დ.რ.-სთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.რ.-მ საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით,  ჯერ დ.ჩ.-ს ესროლა, […]

1,384 წაკითხვავრცელდება ინფორმაცია, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში საზარელი შემთხვევა მოხდა. ყინწვისის მონასტრის წინმძღვარმა, მამა დავითმა (აქიაშვილი)  ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) ცივი იარაღით დაჭრა. როგორც ცნობილია, შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც (აქიაშვილი) შეესწრო, რომელიც დაპირისპირებულთა შორის გამშველებლის როლს ასრულებდა. “კურიერი” მონასტრის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც იმფორმაციას არ ადასტურებს. “კურიერი” ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. […]

1,669 წაკითხვათბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.  არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მინა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

1,129 წაკითხვაბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე […]

1,736 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. […]